19 მძევალი -"ოცნება" სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ჟურნალისტებს ემუქრება

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში მიმდინარე უმძიმესი მოვლენების ფონზე, "ქართული ოცნება" პრობლემას ისევ მედიაში ხედავს. მაშინ, როცა შეიარაღებულ პირს 19 ადამიანი მძევლად ყავს აყვანილი, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს ემუქრება.

კობახიძემ მთავარი არხი და ტვ პირველი დღეს რუსულად მოიხსენია და აღნიშნა, რომ მედიის კონკრეტული ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. კობახიძემ დღეს ტრადიციულა პოლიტიკური ქულების დაწერაში დაადანაშაულა ყველა, ვინც კი კრიმინოგენულ ვითარებას შეეხო

მან დღეს ისიც განაცხადა, რომ მედიის კონკრეტული ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.

განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მართებთ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, რათა მათმა ქმედებებმა ხელი არ შეუშალოს დანაშაულის აღკვეთასა და მძველების გათავისუფლებას. სამწუხარო და შემაშფოთებელია, რომ კონკრეტულმა პოლიტიკურმა პირებმა სცადეს ეს სიტუაცია საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოეყენებინათ. საგანგაშო და გამაოგნებელია კონკრეტული მედია საშუალებების ქმედებები, რომელთა ნაწილიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდა. ამას გეუბნებით, როგორც იურისტი - თქვა კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე.

პირდაპირი რეპორტაჟების შეწყვეტა დღეს შს მინისტრის მოადგილემაც მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხევაში კი დააანონსა, რომ პოლიცია კანონით გათვალისწინებული ზომებით იმოქმედებს.

ნიკა გვარამიამ დღეს გააკეთა განცხადება, როგორ და რა ფორმით დაუკავშირდნენ "მთავარ არხს" ბანკიდან თავდამსხმელი და მძევალი.

მოგვიანებით კი ნიკა გვარამიამ შსს-ს კიდევ ერთხელ საჯაროდ მიმართა 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი