ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის აზრით, ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებაში ბრალდებული პირის დაკავებით ჟურნალისტებზე და ოპოზიციაზე მეტად მთავრობა და სამართალდამცავი სტრუქტურები არიან დაინტერესებულნი.
სხვა თუ არაფერი, გუშინწინ მოხდა ეს დანაშაული, თქვენ ნახეთ, რომ რეაგირება პირველი ნაწილი განოხორციელდა. ახლა მიმდინარეობს ძალიან აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. ყევლა ასეთ ფაქტს სჭირდება გამოძიებაც, რეაგირებაც და დროც. დარწმუნებული ვარ, რომ ჟურნალისტებზე ან ოპოზიციაზე ბევრად უფრო უშუალოდ სამართალდამცავი სტრუქტურები და მთავრობაა დაინტერესებული, რომ მოხდეს დამნაშავის დაკავება, - ცქიტიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით 14:30 სთ-ზე შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბანკში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა, და მიიღო კიდეც. აქვე, "მთავარი არხის" ინფორმაციით, მან 4 მილიონი წაიღო და ქვეყანა დატოვა.
"მთავარი არხის" წყაროს ინფორმაციით, ზუგდიდის ბანკზე თავდამსხმელი მარტო არ მოქმედებდა და მისი ერთ ერთი თანამზრახველი დავით ხვიბლიანია, რომელიც მოქმედი სამხედრო პირია. გასაჯაროვდა სატელეფონო ჩანაწერიც.