საუკუნის ყაჩაღობის ახალ დეტალებს მხოლოდ მედია ადგენს -თავმდამსხმელზე ახალი კვლავ არაფერია

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის ყაჩაღობის საქმეში სიახლეები არ არის. გამოძიება წინ  ვერ მიდის და დიდი ალბათობით, შეიძლება ითქვას, რომ თავდამსხმელი ნახევარი მილიონი დოლარით გაქცეულია.

საუკუნის ყაჩაღობის ახალ დეტალებს მხოლოდ მედია ადგენს.

დღეს ცნობლი გახდა, თუ როგორ შეძლო ბანკის შენობასთან მისვლა სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა და შეიარაღებულმა თავდამსხმელმა. ერთადერთი რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიას დაუდასტურა იყო ის ფაქტი, რომ დავით ხვიბლიანი, მძევალი რომელიც შესაძლოა დამნაშავის თანამზრახველად გამოცხადებულიყო - თითქმის ორ დღიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ  21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით 14:30 სთ-ზე შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბანკში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა, და მიიღო კიდეც. აქვე,  "მთავარი არხის" ინფორმაციით, მან 4 მილიონი წაიღო და ქვეყანა დატოვა. 

"მთავარი არხის" წყაროს ინფორმაციით, ზუგდიდის ბანკზე თავდამსხმელი მარტო არ მოქმედებდა და მისი ერთ ერთი თანამზრახველი დავით ხვიბლიანია, რომელიც მოქმედი სამხედრო პირია. გასაჯაროვდა სატელეფონო ჩანაწერიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი