
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ყველამ უნდა ატაროს პირბადე და ელემენტარული წესები დაიცვას. მისი განცხადებით მოსახლეობას "ამის იქით" არაფერს სთხოვენ, თუმცა "აქ კომპრომისი არ იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა.
როდესაც ვამბობთ, რომ სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება და იქნება წერტილოვანი ღონისძიებები, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამის ფასი მარტივია - პირბადე უნდა ვატაროთ და ელემენტარული წესები უნდა დავიცვათ, ეს იქნება მაღაზია, რესტორანი, სასტუმრო, ბაზრობა, ტრანსპორტი, საწარმო და კიდევ ბევრი სხვა. ეს არის ყველაზე დიდი, რისი გაკეთებაც თქვენ შეგიძლიათ. ამის იქით არავინ არაფერს გთხოვთ, მაგრამ აქ კომპრომისი არ იქნება", - თქვა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, სახელმწიფოს რესურსი, ბიზნესის, ისევე როგორც ცალკე აღებული მოქალაქეების მხარდაჭერის ნაწილში არის საკმაოდ შეზღუდული. მისივე განცხადებით, მიზნობრიობას უკიდურესად დიდი მნიშვნელობა ექნება მეორე ტალღის პერიოდში, როგორც ბიზნესის, ასევე სოციალური მხარდაჭერის პაკეტის შემუშავების დროს.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 412 ადამიანი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, ის 193 გახდა - მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კიდევ 10 პაციენტი გარდაიცვალა.
შემთხვევების რეგინალური განაწილება შეგიძლიათ ნახოთ აქ.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 42 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 32 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.