"ქრონიკა+"-ის რედაქტორი, ჟურნალისტი ელისო კილაძე კი აცხადებს, რომ "საქართველოს ბანკზე" თავმდასმხმელი სამართალდამცველებს წუხელაც გაექცათ. მისი ინფორმაციით, ესებუამ პოლიცია გუშინ თავად დაიბარა იმ მისამართზე, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, თუმცა ისევ გაიქცა და ვერ დააკავეს.

კილაძის ცნობით, ესებუამ სამართალდამცავებს უთხრა, რომ ჩაბარდებოდა, მაგრამ ამის შემდეგ გაუჩინარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი იძულებული გახდა მისი გვარი გაეხმაურებინა.

"უკვე ვიცოდის რეალური ვინაობა თავდასმხმელის, გვქონდა მისი ფოტო და ამის შემდეგ იძულებული გახდა შსს-ს ეღიარებინა, რომ თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია. ესებუა კიდევ ერთხელ გაეკაიფა ძალოვან უწყებას, მაპატიეთ ჟარგონისთვის, მისცა მისამართი, უთხრა, რომ ჩაბარდებოდა პოლიციას, მივიდა იქ პოლიცია და ესებუა არ დახვდა", - ამბობს ელისო კილაძე.

კილაძის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და 31 ოქტომბერს უნდა გავიგოთ, რომ პარტიამ არჩევნებში წააგო.  ცნობისთვის, გუშინ, 26 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ინფორმაცია, რომ "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი ბადრი ესებუაა. 

ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" მომხდარი თავდასხმა ტერორისტულ აქტად გადაკვალიფიცირდა. შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იდენტიფიცირებული პირი 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა, რომლის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს განაგრძობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი