ძალოვანი სისტემის სრული კოლაფსი - ოპოზიცია ესებუას დასაკავებლად ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო ინსტიტუტების და ძალოვანი სისტემის სრული კოლაფსი - ასე აფასებენ პოლიტიკოსები იმ ფაქტს, რომ ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ძარცვასა და ტერორისტულ დანაშაულში ბრალდებული ბადრი ესებუა ამ დრომდე თავისუფალია.

ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ ესებუა კარგად მომზადებული სამხედრო პირია. ისინი ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.

"წარმოუდგენლად ჩამოშლილია სახელმწიფო ინსტიტუტები, ფაქტობრივად აღარ არსებობს, იმიტომ, რომ ეს ადამიანი 2 დღე თანამშრომლობდა მედია და მათ შორის "მთავარი არხი", ნიკა გვარამია სამართალდამცავებთან, მაგრამ ვერაფერი გაიგეს. ამბობდნენ, რომ ეს ის ადამიანი არ იყო, ამ დროს მე მაქვს დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ პოლიციის შიდა ჩათებში ვრცელდებოდა ამ ადამიანის სახელი და ფოტო", - ამბობს ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე.

"ევროპული საქართველოს" დეპუტატის, სერგი კაპანაძის თქმით, ესებუას მთლიანი "საგა" არის ნათელი მაგალითი, როგორი ჩაფლავებულია ხელისუფლება და როგორ ჟონავს ინფორმაცია ყველა უწყებიდან. 

"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით კი ქვეყანას აშკარად დილეტანტები მართავენ. 

"იმის გამო, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გაქცეოდა ბატონი ღარიბაშვილი, რადგან მოქმედი სამხედროები არიან საქმეში, ამის გამო გვიმალავდნენ", - ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი.

კილაძის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და 31 ოქტომბერს უნდა გავიგოთ, რომ პარტიამ არჩევნებში წააგო.  ცნობისთვის, გუშინ, 26 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ინფორმაცია, რომ "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი ბადრი ესებუაა. 

ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" მომხდარი თავდასხმა ტერორისტულ აქტად გადაკვალიფიცირდა. შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იდენტიფიცირებული პირი 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა, რომლის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს განაგრძობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი