აშშ-ის სენატმა ემი კონი ბარეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ემი კონი ბარეტი, 52 ხმით 48-ის წინააღმდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა. ბარეტი თანამდებობას სიცოცხლის ბოლომდე დაიკავებს. 

აქვე, ემი კონი ბარეტი უზენაეს სასამართლოში  18 სექტემბერს გარდაცვლილი რუთ ბეიდერ გინსბურგის ადგილას დაინიშნა. თავის მხრივ, ბარეტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კანდიდატურაა. 

48 წლის ბარეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ანტონინ სკალიას ყოფილი მდივანია. სკალია ამერიკული სასამართლოს კონსერვატიული ფრთის წარმომადგენელია და წარდგენისას არც ბარეტს დაუმალავს, რომ მოსამართლის "იურიდიულ ფილოსოფიას იზიარებს"

შეგახსენებთ, რომ გინსბურგი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ლიბერალური ფრთის წარმომადგენელი იყო. ის აქტიურად იბრძოდა ქალთა უფლებებისთვის, თანასწორობისთვის, აბორტის უფლებისთვის, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებისთვის. რაც შეეხება ბარეტს, გავრცელებული ინფორმაციით, ის მორწმუნე კათოლიკეა და მხარს არ უჭერს არც აბორტის დაკანონებას, არც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი