"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას პასუხობს და მბობს, რომ "გვამი არავის არ უხარია".
"წულუკიანი გვამებზე ნუ ლაპარაკობს, ხვრეტის პარალელურად გაზრდილი ადამიანი, ხვრეტის პარალელურად გაზრდილი ადამიანია ეს და ნუ ლაპარაკობს, რომ ოპოზიციას ვითომ რაღაც, გვამი არავის არ უხარია. ეს არის უსინდისო უზნეო ყველა ფსკერს ქვემოთ მყოფი ადამიანი", - თქვა გიგი უგულავამ.
თეა წულუკიანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს და პოლიციელებს ზუგდიდის სპეცოპერაციისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ზუგდიდში სისხლისღვრა სახელმწიფო უწყებების წყალობით არ მოხდა.
"მადლობა ეფუძნება ჩემი მხრიდან იმას, რომ ზუგდიდში ჩვენ არ ვიხილეთ სისხლისღვრა, ეს არის მთლიანად იმ სახელმწიფო სტრუქტურების დამსახურება, რომელსაც თქვენ ჩამოშლილს უწოდებთ. ალბათ არ ჩამოშლად მიიჩნევდით იმას, რომ ჩვენ ღმერთმა დაგვიფაროს და გაგვღვიძებოდა ისეთ ზუგდიდში, სადაც ტროტურარი მოფენილი იქნებოდა გვამებით, ალბათ ეს უფრო იქნებოდა მავანისთვის სასიხარულო. ალბათ გაგიხარდებოდათ გვამებით მოფენილი ზუგდიდის ქუჩები, რაც არ მოხდა, მე მიკვირს, რომ ადამიანებს არ მოსწონთ ის, რომ ადამიანების სიცოცხლე იყო გადარჩენილი."- ამბობს ყოფილი იუსტიციის მინისტრი.
ცნობისთვის, თეა წულუკიანმა თქვა, რომ შსს მინისტრი ვახტან გომელაური ზუგდიდში პირველივე წუთიდან იყო და სიტუაციას აკონტროლებდა- "პირადად მართავდა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის პროცესს".
ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, ვახტანგ გომელაური ადგილზე რამდენიმე საათის დაგვიანებით ჩავიდა.