კრიმინალთან გარიგებული ხელისუფლება და ჩამოშლილი სამართალდამცავი უწყება - ოპოზიცია ზუგდიდში მომხდარ თავდასხმას და უშედეგო სპეცოპერაციებს აფასებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ, ქვეყანაში ვითრება რადიკალურად უნდა შეიცვალოს.

"ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულმა ვერტიკალმა და ამ მახინჯმა მმართველობის ფორმამ მოგვიტანა ის, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი დაკნინდა და არა მხოლოდ დაკნინდა ჩამოიშალა. მათ შორის განსაკუთრებით ის სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც უნდა ემსახურებოდნენ ადამიანების უსაფრთხოებას", - ამბობს ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე.

მისი თქმით, უწყებები მხოლოდ ერთი ადამიანის ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურებიან. ხელისუფლება კი ახლა მხოლოდ იმას ცდილობს, რომ ხმები მოაბილიზოს, თუმცა მათ ოპოლიცია მხარს აღარ უჭერს.

"პრაქტიკულად ჩვენ სახელმწიფოებრიობა აღარ გვაქვს და ამ ფონზე, ჩვენ ვხედავთ კაკაფონიას, თითქოს ადამიანებზე ზრუნავენ და ისევ ოპოზიციის და ისევ მედიის დამუნათებას. ესენი მართავენ ქვეყანას ისე, რომ არ გრძნობენ ამ სახელმწიფოს მიმართ პასუხისმგებლობას. იმიტომ რომ პასუხისმგებელბი არიან მხოლოდ ივანიშვილის მიმართ", - ამბობს "ევროპოული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა.

უგულავა ყოიფლი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მადლობასაც შეეხეო და თქვა, რომ დახვრეტების პარალელურად გარზდილ ადამიანს გვამებზე საუბრის უფლება არ აქვს. მისი თქმით, გვამი არავის არ უხარია.

"დღემდე სრულიად წარუმატებლად არგძელებენ დამნაშავის დევნას, რაც მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები არის ჩამოშლილი. ქართულმა ოცნებამ პოლიცია პოლიტიკურ პოლიციად აქცია და შედეგი ისაა, რომ კრიმინალთა ბრძოლას თავს ვეღარ ართმევენ", - პარტია "მოქალაქეების" წევრმა, თქვა ლევან იოსელიანმა.

თეა წულუკიანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს და პოლიციელებს ზუგდიდის სპეცოპერაციისთვის  მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ზუგდიდში სისხლისღვრა სახელმწიფო უწყებების წყალობით არ მოხდა.

ცნობისთვის, ბანკზე თავდამსხმელის, ბადრი ესებუას, დაკავებას ძალოვანი უწყებები მე-6 დღეა უშედეგოდ ცდილობენ. 

აქვე, გუშინ, 26 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ინფორმაცია, რომ "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი ბადრი ესებუაა. 

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" მომხდარი თავდასხმა ტერორისტულ აქტად გადაკვალიფიცირდა. შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი