"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს რომ ხელისუფლების მთავარი მიზანი და სურვილია 31 ოქტომბრის არჩევნებში რაც შეიძლება ნაკლებმა ამომრჩეველმა მიიღოს მონაწილეობა.
სამადაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ სათანადოდ მომზადებულიყო და მოეფიქრებინა, როგორ უნდა მიეღოთ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობა პანდემიის პირობებში, თუმცა ეს დრო სამადაშვილის შეფასებთ, გაიფლანგა.
სალომე სამადაშვილი ერთიანი საარჩევნო კომისიის წინასაარჩევნო ვიდეოსაც ეხმაურება და ამბობს, რომ პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების საერთაშორისო სტანდარტები არსებობს და ცესკო ვალდებული იყო მოქალაქეებისთვის გასაგებად ახსნა ინსტრუქცია.
"თუ ვინმემ დაინახა ამ კლიპში და გაიგო ან ამომრჩეველმა რა უნდა გააკეთოს და ან სახელმწიფომ რა გააკეთა იმისთვის, რომ კორონავირუსის პირობებში არჩევნებისთვის მომზადებულიყო, ძალიან მეეჭვება", - ამბობს სამადაშვილი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "ღამის მთავარში" საუბრისას
ოპოზიციის წარმომადგენელი "ცესკოს" თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას, ვალდებულებაზეც საუბრობს.
შეგახსენებთ, რომ თამარ ჟვანიამ "მთავარ არხს" დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობაზე უარი უთხრა და მიზეზად მოუცლელობა დაასახელა.