მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს- IPSOS-ის ახალი კვლევა არჩევნებამდე 3 დღით ადრე

გამოქვეყნდა:

არჩევნებამდე სამი დღით ადრე, "მთავარი არხი" ფრანგული კომპანია IPSOS-ის ახალი, რიგით მეოთხე კვლევის შედეგებს ასაჯაროებს.

კითხვაზე - მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? - პასუხები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - 23%
  • ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია - 18%
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 4%
  • ევროპული საქართველო - 4%
  • ლელო - 3%
  • ლეიბორისტული პარტია - 2%
  • გირჩი - 1% 
  • პატრიოტთა ალიანსი - 1%
  • ერთიანი საქართველო - 1% 
  • მოქალაქეები - 1%
  • სხვა პარტიები - 1% 
  • არ ვიცი / უარი პასუხზე - 41% 

იგივე შეკითხვაზე, პასუხები ალოკაციით:

(ალოკაცია არის ხმების დათვლის ისეთი საშუალება, როცა რესპონდენტი ღიად არ ასახელებს ფავორიტ კანდიდატს, თუმცა ანალიტიკოსები მაინც ხვდებიან, ვისთვის აპირებს ის ხმის მიცემას) 

  • ქართული ოცნება - 40%
  • ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია - 33%
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 7%
  • ევროპული საქართველო - 7%
  • ლელო - 4%
  • ლეიბორისტული პარტია - 2%
  • გირჩი - 2%
  • პატრიოტთა ალიანსი - 2%
  • ერთიანი საქართველო - 1%
  • მოქალაქეები - 1%
  • სხვა პარტიები - 1%

ცნობისთვის, "მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 17 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 2000 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,2%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv სექტორში "არჩევნები 2020".

შეგახსენებთ, მსგავსი შეკითხვა ასევე "მთავარი არხის" მიერ გამოქვეყნებულ Ipsos-ის სხვა კვლევებშიც დაისვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი