არ წახვიდე, არ დამტოვო - ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს

გამოქვეყნდა:

"არ წახვიდე არ დამტოვო..."- ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატი, ნიკა მელია ირაკლი კობახიძის განცხადებას. ამ თემაზე მან სტატუსი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 29 ოქტომბერს "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე გაანაცხადა, რომ თუ მათი სამი კანდიდატიდან - კობიაშვილი გლდანში, სუბარი სამგორში და ქადაგიშვილი თელავში, ახმეტაში, ყვარელსა და ლაგოდეხში, არჩევნებს წააგებს, ის პოლიტიკიდან წავა. 

კობახიძის წინაპირობის მიხედვით, წინააღმდეგ შემთხვევაში "ქართული მედიიდან" და "ქართული პოლიტიკიდან", "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია უნდა წავიდეს.

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" დაკვეთით IPSOS-მა მე-4 კვლევა 17 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 2000 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,2%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv სექტორში "არჩევნები 2020".

შეგახსენებთ, "მთავარმა არხმა" გასულ კვირებში IPSOS-ის მიერ ჩატარებული სხვა კვლევებიც გამოაქვეყნა, რომელთა სრულად ნახვაც შეგიძლიათ აქ : 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი