წინასაარჩევნოდ ქვეყნის "ლოქდაუნზე" საუბარი უპასუხისმგებლობაა - გიორგი გახარია

გამოქვეყნდა:

პრემიერმმინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციის მხრიდან წინასაარჩევნოდ ქვეყნის "ლოქდაუნზე" საუბარს უპასუხისმგებლობა უწოდა და თქვა, რომ ქვეყანაში სისტემური "ლოქდაუნი" არ იქნება, თუმცა დაამატა ისიც, რომ ეს დამოკიდებულია საქართველოს მოქალაქეებზე, თუ რამდენად დაიცავენ პანდემიის წესებს, ატარებენ პირბადეს და შეინარჩუნებენ დისტანციას.

"ბევრი საუბარი იყო  წინასაარჩევნო კონტექსტში ლოქდაუნთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთი მაგალითია არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უპასიხმგებლო პოლიტიკური ძალები როგორ იყენებენ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშნველოვან საკითხებს იმისთვის, რომ მოკლე ვადაში ხმები დააგროვონ ქვეყანაში სისტემური ქვეყნის მასშტაბით "ლოქდაუნი" არ იქნება, იქნება წერტილოვანი კონკრეტული მიმართულებეით, მაგრამ სრულიად საქართველოს მასშტაბით ლოქდაუნი არ იქნება და ვერ იქნება"... თუმცა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენ რამდენად ეფექტურად დავიცავთ ელემენტარულ წესებს, პირბადეს, დისტანციას და .., მეორე ტალღაზე გამარჯვებაც ჩვენი საერთო გამარჯვება უნდა იყოს" - ამბობს გიორგი გახარია.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 30 ოქტომბერს ოქტომბერს, საქართველოში ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1696 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 2906 ადამიანი.  გარდაიცვალა 12 პაციენტი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი