საარჩევნო უბანთან ამომრჩევლისთვის ფულის გადაცემის შესაძლო შემთხვევა სამგორშიც დაფიქსირდა. თუმცა, კოორდინატორები, რომლებიც ამომრჩევლებს სპეციალური სიებით აკვირდებოდნენ, ფაქტს არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ უბრალოდ ფულს ახურდავებდნენ.
"ფული დაშალა, რაღაცის ვალი ჰქონდა და მისცა და ეგ მოვუნიშნეთ", - ამბობს ქალბატონი, რომელმაც კამერის გამოჩენისთანავე, სიები ჩანთაში შეინახა.
დარღვევები ფიქსირდება მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარულ ოლქშიც, სადაც საარჩევნო უბნებთან გამგეობის თანამშრომლები სიებით დგანან და აგიტაციას ეწევიან.
დარღვევებით მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი ქუთაისში,ზუგდიდში, მარნეულში, ვანსა და ხონში.
წყალტუბოში ერთერთ უბანზე საარჩევნო აგიტაციის შემთხევაც დაფიქსირდა.
ხარაგაულის მეორე უბანზე კი, "ქართული ოცნების" კოორდინატორს ფურცლები დაუვარდა, სადაც ჩამოწერილია ადამიანთა სია, მიწერელია სახელ-გვარები და ტელეფონის ნომრები, ასევე წარწერა "50+" ზოგან კი "50ლ".