"კარუსელის" მცდელობები საარჩევნო უბნებზე - ზაალ უდუმაშვილი დარღვევებზე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზაალ უდუმაშვილი, ამბობს, რომ დარღვევების შესახებ ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში იღებს.

როგორც მან თქვა, განსაკუთრებით ხშირია საარჩევნო უბნებზე "კარუსელის" ჩატარების მცდელობები:

  • ქუთაისის მე-12 და კრწანისის 36-ე უბნებზე კოვიდინფიცირებულთა სიაში მყოფმა პირებმა ხმა საარჩევნო უბანზეც მისცეს.
  • სოფელ ჭანდარში და რუსთავის მე-12 უბანზე ამომრჩევლები მარკირებას არ გადიან, რაც მათ ხმის მეორედ მიცემის საშუალებას აძლევს.
  • გლდანის 55-ე უბანზე კომისის წევრი ამომრჩევლებს გადამალულ ცარიელ კონვერტებს აწვდის, რომლითაც ისინი სხვა უბანზე მიდიან და ხმას მეორედ აძლევენ.
  • ზუგდიდში პატრულის თანამშრომელი, ირაკლი ცაავა, საარჩევნო უბნებთან ფორმით დადის და ოპოზიციის მხარდამჭერებს აშინებს.
  • მარნეულში, 13-ე უბანზე, კომისიის თავმჯდომარე უბანზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ანგარიშს პირდაპირ პოლიციის თანამშრომელს აბარებს.
  • წყალტუბოში, სოფელ ფარცხანაყანებში, საარჩევნო უბანზე იმყოფებიან გამგებელი ზურაბ მიქაძე და საკრებულოს წევრი, კახა კუბლაძე, რაც კანონდარღვევას წარმოადგენს.

ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ, დამკვირვებლების თხოვნის მიუხედავად, საარჩევნო უბნებთან ფიზიკურ დაპირისპირებაზე პოლიციელები რეაგირებას არ ახდენენ. 

დარღვევები ფიქსირდება მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარულ ოლქშიც, სადაც საარჩევნო უბნებთან გამგეობის თანამშრომლები სიებით დგანან და აგიტაციას ეწევიან.

დარღვევებით მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი ქუთაისში,ზუგდიდშიმარნეულშვანსა და ხონში.

წყალტუბოში ერთერთ უბანზე  საარჩევნო აგიტაციის შემთხევაც დაფიქსირდა.

ხარაგაულის მეორე უბანზე კი, "ქართული ოცნების" კოორდინატორს ფურცლები დაუვარდა, სადაც ჩამოწერილია ადამიანთა სია, მიწერელია სახელ-გვარები და ტელეფონის ნომრები, ასევე წარწერა "50+" ზოგან კი "50ლ".

არჩევნები ფოტოებში შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი