"ამომრჩეველთა ხმების დაცვის შტაბში" ამბობენ, რომ მიმდინარე არჩევნებზე დარღვევები ისევ გრძელდება. პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებზე თავდასხმა მოხდა, მაგრამ პოლიციამ ფაქტზე რეაგირება არ მოახდინა.
"ქართული ოცნების" დეპუტატი, რატი იონათამიშვილი, ოპოზიციის ბრალდებებს არ ადასტურებს. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა", სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რადიკალიზაციის და პროვოცირების გზას ირჩევს.
"ძალიან სწყინთ, რომ ყველა უბანზე არჩევნები ძალიან მშვიდად მიმდინარეობს. ჩვენი მოქალაქეები გვაძლევენ მოწესრიგებულობის მაგალითს", - თქვა რატი იონათამიშვილმა.
რატი იონათამიშვილი დარღვევების ფაქტებს "რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციას" უწოდებს და ამბობს, რომ ცილისწამება უმკაცრესი ზომებით დაისჯება.
საარჩევნო უბნებზე დარღვევებს უარყოფს "ქართული ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი, ირაკლი აბუსერიძე. როგორც ამბობს, "ვიღაცის ნაჭორავებზე" კომენტარს ვერ გააკეთებს.
არჩევნები ფოტოებში (განახლებადი) შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ცნობისთვის, დარღვევებით მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი მარნეულში, ქუთაისში,ზუგდიდში, გურიაში, ვანსა და ხონშიც.