ნაცინალური მოძრაობის წარმოამდგენლს, დავით ნებიერიძის, თქმით ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარეს, თამაზ ფოლადაშვილს, კორონავირუსი აქვს, რომელიც დღეს თავის სამუშაო კაბინეტში მივიდა.
"23 ოქტომბერს, საღამოს, დაუდასტურდა ოფიციალურად კოვიდინფექცია, 24 ოქტომბერს, კი ოფიციალურად გადაიყვანეს კოვიდსასტუმროში. 24-ის მერე გასულია 7 დღე და დღეს 12 საათისთვის გამოცხადდა თავის კაბინეტში. ეტყობა, ისე გაუჭირდა "ქართულ ოცნებას", რომ ეს ვაჟბატონი, კარანტინიდან გამოიძახეს" - ამბობს, დავით ნებიერიძე.
ოპოზიციის წარმომადგენელმა ადგილზე პოლიციაც გამოიძახა.
ხმის მიცემის პროცესი ხმაურით მიდის ჩუღურეთშიც, 25-ე უბანთან "ოცნების" აგიტატორები დგანან, რომელთაც ამომრჩევლის პირადი ინფორმაციის შემცველი სიები აქვთ.
არჩევნები ფოტოებში (განახლებადი) შეგიძლიათ იხილოთ აქ.
დარღვევებით მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი მარნეულში, ქუთაისში,ზუგდიდში, გურიაში, ვანსა და ხონში.
საარჩევნო უბნებზე "კარუსელის" მცდელობებზე ისაუბრა ზაალ უდუმაშვილმაც.
დარღვევებზე უკვე ისაუბრეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც. "საიას" დამკვირვებელი საარჩევნო უბანთან სცემეს, თელავში კი, დამკვირვებელს დარღვევების ამსახველი ფოტომასალა წაუშალეს.