არჩევნები 2020 და ივანიშვილის პოლიტიკური კლანის მიერ მობილიზებული კრიმინალები

გამოქვეყნდა:

ქვეყნის პრაქტიკულად ყველა საარჩევნო უბანზე ბიძინა ივანიშვილის "პოლიტიკურ კლანს" მობილიზებული ჰყავდა კრიმინალები, რომელთა მიზანი ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინება და ძალადობის პროვოცირება იყო. ერთ-ერთი ცხელი წერტილი იყო გლდანის პირველი მიკრორაიონი, სადაც დაპირისპირება მოხდა და ასევე, ნიკა მელიას შტაბი, სადაც შტაბის წევრს ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრნენ.

#79; #80 და #81 უბნებზე მიმდინარეობს ის პროცესები, რაც კომისიის წევრებმა უნდა გაიარონ, შემდეგ საარჩევნო ყუთს გახსნიან და ბიულეტენების დათვლას დიწყებენ. 

თავდაპირველად დაპირისპირება იმ სკოლის ეზოში დაიწყო, სადაც #79; #80 და #81 საარჩევნო უბნებია. ახალგაზრდების ერთი ჯგუფი, რომლებიც, სავარაუდოდ, '"ოცნების" მხარდამჭერები იყვნენ, ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ, იყო ტექნიკის დაზიანების მცდელობა, ასევე საარჩევნო უბნიდან რამდენიმე მეტრში, 35-ე საბავშვო ბაღში, სადაც საარჩევნო უბანია, მწვავე დაპირისპირება მოხდა, შეიარაღებული პირი საარჩევნო უბანზე შესვლას ცდილობდა. თვითმხილველების თქმით, ეს ადამიანი გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ იარაღი დაუმიზნა, რასაც მოჰყვა ხელჩართული ჩხუბი. 

დაპირისპირებისას პოლიციამ 5 პირი დააკავა, მათ შორის არინ ოპოზიციის წარმომადგენები და მათზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო, თუმცა არის თუ არა იდენტიფიცირებული და დაკავებული პირი, რომელიც შეიარაღებული იყო,  ჯერჯერობით უცნობია. 

აქვე, დაპირისპირება სამგორის 39-ე უბანზე მოხდა, რასაც ხელჩართული ბრძოლა მოჰყვა 24-ე, 25-ე და 26-ე საარჩევნო უბნებზე. ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ისანშიც და მარნეულშიც. 

ცნობისთვის, Ipsos-ის მიერ "მთავარი არხის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით 17:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - 41%
  • ნაციონალური მოძრაობა - 33% 
  • ევროპული საქართველო - 5%
  • ლელო - 4%
  • გირჩი - 3%
  • სტრატეგია აღმაშენებლი - 3%
  • პატრიოტთა ალიანსი - 2%
  • მოქალაქეები - 1%
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი