1 საათი რჩება საარჩევნო უბნების დახურვამდე. იქამდე კი თვალი გადაავლეთ, როგორი საარჩევნო დღე იყო 31 ოქტომბერი;
საარჩევნო უბნები საქართველოში დილის 8 საათზე უნდა გახსნილიყო, თუმცა ხმის მიცემის პროცესი ფოთში დაგვიანებით დაიწყო. ქუთაისში კი, დამკვირვებლებს უბანი გახსნილი და კომისიის წევრების მხრიდან ფუნქცია-მოვალეობები გადანაწილებული დახვდათ.
სოლოლაკში გახსნილ უბანზე ერთ-ერთი პირველი ბიძინა ივანიშვილი მივიდა და "ოცნების" აბსოლუტური უმრავლესობით გამარჯვებაც იწინასწარმეტყველა. პარტიის ლიდერის შემდეგ, პოზიცია დააფიქსირა სალომე ზურაბიშვილმა, გიორგი გახარიამ და კახა კალაძემ.
დარღვევები მარნეულში მე-5 უბანზე დამკვირვებლების არ შეშვებით დაიწყო, რასაც მალევე მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება 52-ე უბანზე. მთელი დღის განმავლობაში, მარნეულის საარჩევნო უბნებზე აღმოჩნდა:
დამკვირვებლების მისვლამდე გახსნილი უბნის შემდეგ ქუთაისში, სადაც მერსაც ირჩევენ, ამომრჩევლებს შესაბამისი ბიულეტენი არ მისცეს, იქვე "ოცნების" კოორდინატორები ამომრჩეველს ხმების სანაცვლოდ ფულსაც ურიგებდნენ. ფულის დარიგების ფაქტის დამალვას დღის განმავლობაში ცდილობდნენ ზუგდიდში, სამგორში და გორში, თუმცა არა "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბთან, სადაც ბიზნესმენი დავით ზეიკიძე პარტიისთვის ხმების საყიდლად მივიდა.
დარღვევებით მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი ზუგდიდში, გურიაში, ვანსა და ხონშიც.
ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია დღეს დედაქალაქშიც, პირველი მასშტაბური დაპირისპირება სამგორის 39-ე უბანზე მოხდა, რასაც ხელჩართული ბრძოლა მოჰყვა 24-ე, 25-ე და 26-ე საარჩევნო უბნებზე. ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ისანშიც.
სროლის ხმა გაისმა გლდანში, 84-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ხელისუფლების წარმოამდგენლები ოპოზიციას დაუპირისპირდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტთან დაკავშირებით 5 პირი დააკავა.
დღის განმავლობაში მმართველი პარტია აბსოლუტური უმრავლესობით გამარჯვებას წინასწარმეტყველებდა. არჩევნების დასრულებამდე 6 საათით ადრე, კალაძის აზრით, ისინი დიდი უპირატესობით ლიდერობდნენ. 3 საათისთვის კი, ირაკლი კობახიძის თქმით, "ოცნებას" 700 ათასზე მეტი ხმა ჰქონდა დაგროვებული.
შედეგების საპირისპირო პროგნოზს ვისმენდით ოპოზიციური ლიდერებისგან, არჩევნების დასრულებამდე 2 საათით ადრე "ენმ"-ს ერთერთმა ლიდერმა ხალხს თბილისში ოპოზიციის გამარჯვების აღნიშვნისკენ მოუწოდა. "ქართული ოცნების" დამარცხებაზე ისაუბრა "მთავარი არხის" გენერალურლმა დირექტორმაც, რომლის თქმითაც "ოცნება" თბილისში მეორე ადგილზე გავიდა.
არჩევნების პროცესს რამდენჯერმე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტიც, რომელმაც ჯერ ივანიშილის ხელისუფლების დასრულებაზე ისაუბრა, შემდეგ კი გლანდის დაპირისპირებაზე და ამომრჩევლებს არჩევნებზე წასვლისკენაც მოუწოდა.
10 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით არჩევნები მშვიდად მიმდინარეობდა, 4 საათისთვის კი, უწყებას გამოძიება სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე ჰქონდა დაწყებული.
"ცესკოს" ინფორმაციით
ბოლო მონაცემებით კი არჩევნებზე 1,607,53 გამოცხადდა, რაც მოსახლეობის 45,77 %-ს შეადგენს.