ცესკოსთან ოპოზიციის წარმომადგენლები იკრიბებიან. ტერიტორიაზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზაციაა. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თამარ ჟვანიას უწყება არჩევნების შედეგებს აყალბებს და ახლა ხმების დაცვაა საჭირო.
ცესკოს ეზოსთან ბარიკადებია აღმართული. ადგილზე იმყოფება სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოპოზიციიდან, ლევან ხაბეიშვილი, თუმცა ცესკოს ეზოში მათ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არ უშვებენ.
თამარ ჟვანიამ კი წინასაწარი შედეგებით, "ქართულ ოცნებას" არჩევნებში თითქმის 55%-იანი მაჩვენებელი დაუწერამ, რაც ოპოზიციის თქმით, წარმოუდგენელი შედეგია.
პარალელურად ოპოზიცია ნიკა მელიას შტაბში იკრიბება და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს.
თამარ ჟვანიას დღეს 7 საათიანი ლოდინის შემდემ გამართული ბრიფინგი შეაწყვეტინეს. "ენმ"-ს წარმომადგენელმა ის შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, ცესკოს მხირდან ოქმების გასაჯაროების დაგვიანების შესახებ პირველი განცხადება "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა და ოპოზიციას ხმების დაცვისკენ მოუწოდა. ნიკა გვარამია ამბობს, რომ თამარ ჟვანიას უწყება ახლა ხმების გაყალბებითაა დაკავებული
სოციალურ ქსელში ოქმების ფოტოები ვრცელდება, სადაც ჩანს შეუსაბამო მონაცემები არჩევნებზე მისული ამომრჩევლების რაოდენობასა და იმ ხმებს შორის, რომელიც ამავე ოქმების მიხედვით, "ოცნცებამ" მიიღო.