მასშტაბური გაყალბების შესახებ საუბრობენ იმერეთის რეგიონში, სადაც ოპოზიცუირ პარტიები ამომრჩევლის ხმების დასაცავად ემზადებიან.
ოპოზიციის თქმით, იმერეთში ერთ ღამეში ამომრჩეველთა რაოდენობა 6 000-ით გაიზარდა. ადგილობრივებმა საკუთარ მისამართებზე დამატებით ჩაწერილი პირებიც აღმოაჩინეს, რომელთა სახელებიც საარჩევნო სიებშიც იკითხება.
"ჩვენ გვაქვს ოქმის ასლი, სადაც წერია, რომ 18 ხმა აქვს "ქართულ ოცნებას", ცესკოს აქვს ატვირთული იგივე ასლის, რაღაც გაურკვევლობა, სადაც წერია , რომ 48 აქვს "ქართულ ოცნებას". ოროსნები, რომ სკოლაში ორიანს ხუთიანაც აკეთებდნენ ხომ გახსოვთ? ისე აკეთებდნენ პასტით ციფრებს, შევარდნაძესაც არ უკადრებია ასეთი რაღაცები" - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი, მაჟორიტარობის კანდიდატი "ენმ"-დან.
გუშინ, 31 ოქმოტმბერს იმერეთის თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან "ოცნების' კოორინატორებს ცესკოდან
ამოღებული ამომრჩევლის პირადი ინფორმაციის შეცვლელი სიები ჰქონდათ.
ცნობისთვის, გაყალბების ბრალდებით თამარ ჟვანიას გუშინ 7 საათიანი ლოდინის შემდემ გამართული ბრიფინგი შეაწყვეტინეს.
შეგახსენებთ, ცესკოს მხირდან ოქმების გასაჯაროების დაგვიანების შესახებ პირველი განცხადება "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა და ოპოზიციას ხმების დაცვისკენ მოუწოდა. ნიკა გვარამია ამბობს, რომ თამარ ჟვანიას უწყება ახლა ხმების გაყალბებითაა დაკავებული
სოციალურ ქსელში ოქმების ფოტოები ვრცელდება, სადაც ჩანს შეუსაბამო მონაცემები არჩევნებზე მისული ამომრჩევლების რაოდენობასა და იმ ხმებს შორის, რომელიც ამავე ოქმების მიხედვით, "ოცნებამ" მიიღო.