წინასწარი ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭო "ენმ-ძალა ერთობაშიას" და "ოცნების" დეპუტატებით დაკომპლექტდება

გამოქვეყნდა:

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩვნების წინასწარი შედეგების მონაცემით 5%-იანი ბარიერი მხოლოდ "ენმ-ძალა ერთობაშიას" და "ქართულმა ოცნებამ" გადალახა. შესაბამისად, აჭარის უმაღლესი საბჭო ამ ორი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელი დეპუტატებისგან დაკომპლექტდება.

"პირველადი წინასწარი მონაცემებით პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ლიდერობს
"ქართული ოცნება" რომელმაც ხმების 47% მიიღო ხოლო მეორე ადგილზეა "ენმ", რომელმაც ხმების 34.3% მიიღო. წინასწარი მონაცემებით 5 % ბარიერი ვერ გადალახა ვერც ერთმა სხვა პოლიტიკურმა სუბიექტმა. აქტივობა 2020 წლის არჩევნებისთვის არის 59.12%" - ა
მბობს აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩენო კომისიის თავჯდომარე, პარმენ ჯალაღონია

აჭარის უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატიდან 18 პარტიული სიით შევა, 3 კი მაჟორიტარი დეპუტატი იქნება. 

საარჩევნო პროცესი აჭარაშიც დარღვევებით მიმდინარეობდა, ამ დროისთვის აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში 50-მდე საჩივარია შესული. 

აქვე, საპარლამენტო არჩენვების შედეგების დათვლის დროს ბათუმის 53-ე საარჩევნო უბანზე 28 ბიულეტენი ზედმეტი აღმოჩნდა. 

ცნობისთვის, გაყალბების ბრალდებით თამარ ჟვანიას გუშინ 7 საათიანი ლოდინის შემდემ გამართული
 ბრიფინგი შეაწყვეტინეს

შეგახსენებთ, ცესკოს მხირდან ოქმების გასაჯაროების დაგვიანების შესახებ პირველი განცხადება "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა და ოპოზიციას ხმების დაცვისკენ მოუწოდა. ნიკა გვარამია ამბობს, რომ თამარ ჟვანიას უწყება ახლა ხმების გაყალბებითაა დაკავებული

სოციალურ ქსელში ოქმების ფოტოები ვრცელდება, სადაც ჩანს შეუსაბამო მონაცემები არჩევნებზე მისული ამომრჩევლების რაოდენობასა და იმ ხმებს შორის, რომელიც ამავე ოქმების მიხედვით, "ოცნებამ" მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი