ხმაურია ამ წუთებში ბათუმის 53-ე საარჩევნო უბანზე, ამ დრომდე არ დაწერილა შემაჯამებელი ოქმი და კომისიის წევრები, მთელი ღამის განმავლობაში, მუშაობდნენ და ბიულეტინის რამდენჯერმე გადათვლა მოუწიათ.
53-ე საარჩევნო უბანზე აღმოჩნდა, რომ მისულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან შედარებით 28 ბიულეტენით
მეტი დაფიქსირდა.
კომისიის წევრი, ლიანა არველაძე ამბობს, რომ შეცდომა ჩანაწერთა წიგნში მოუვიდათ.
"აღმოჩნდა 28 ბიულეტენი ზედმეტი და ჩვენ დიდი ეჭვი გვაქვს, ეჭვი კი არა, თითქმის დადასტურებით შეგვიძლია გითხრათ, რომ შეგვეშალა. შემაჯამებელი ოქმი არ გვაქვს ჯერ, საიდან დავწერდით," - ამბობს ლიანა არველაძე
"ნაციონალური მოძრაობიდან" უმაღლესი საბჭოს საარჩევნო კომისიის წევრი, კახა ჯაიანი ამბობს, რომ ხმებს უკვე მეექვსედ ითვლიან.
"მოსული ამომრჩევლების რაოდენობა არ ემთხვევა ბიულეტენების რაოდენობას. მოსული იყო პირობითად 1000 ამომრჩეველი და საარჩევნო ბიულეტენში აღმოჩნდა 1030 ბიულეტენი. მეექვსეჯერ ითვლიან ამ საარჩევნო უბანზე და ვაკვირდებით, ეგება რაღაც აღმოაჩინონ საარჩევნო ბიულეტენი სადღაც," - თქვა კახა ჯაიანმა
აქვე, არჩევნების დღეს, 31 ოქტომბერს, დარღვევები მარნეულში მე-5 უბანზე დამკვირვებლების არ შეშვებით დაიწყო, რასაც მალევე მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება 52-ე უბანზე. სროლის ხმა გაისმა გლდანში, 84-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ხელისუფლების წარმოამდგენლები ოპოზიციას დაუპირისპირდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტთან დაკავშირებით 5 პირი დააკავა. მთელი დღის განმავლობაში, მარნეულის საარჩევნო უბნებზე აღმოჩნდა. დარღვევებით მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი ზუგდიდში, გურიაში, ვანსა და ხონშიც.
ავტორი: თეა ვაშალომიძე