მამუკა მდინარაძის მტკიცებით, მეორე ტურშიც ყველა მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვებენ

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ მეორე ტურში ყველა მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვებენ და პარლამენეტი ლეგიტიმური შეკრების მომენტშივე იქნება. ამ თემაზე მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

"დღეს წამოვიდა ახალი ცრუ ინფორმაცია იმაზე, რომ თითქოს 2/3 სჭირდება პარლამენტის ლეგიტიმაციას მისი შეკრების მომენტში, აქვე განვმარტავ, კონსტიტუციის 38-ე მუხლში მკაფიოდ წერია, რომ პარლამენტი უფლებამოსილია შეკრებისთანავე თუ მას ესწრება მისი სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ 76 დეპუტატი...


ჩვენ გვექნება გამარჯვება ყველა მეორე ტურში, მეორე ტურში ყველა მაჟორიტარ დეპუტატთან დაკავშირებით და ჩვენი მანდატების რაოდენიბა გადააჭარბებს საერთო ჯამში 92-ს. მაგრამ ამის გარეშეც, დღეს უკვე არაერთხელ განვაცხადეთ, რომ დღეს უკვე უმრავლესობა შეკრებილი იმ მონაცემებით, რომელიც არსებობს", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტის წინ ოპოზიცია აქციას მართავს, ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ოპოზიცია შეთანხმდა, რომ მანდატებზე უარს იტყვიან.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია უბნების 97.09%. შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

გაყალბებული ოქმები (განახლებადი) იხილეთ აქ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი