"პატროტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილიც ფიქრობს, რომ არჩევნები "ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა!". ამ თემაზე მან პოსტი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

"აბსოლუტურად შეუძლებელია, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსს ამ არჩევნებში მიეღო 3%! შეუძლებელია, რომ პარტიის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდეს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე არჩევნებში მოგვცა ხმა! ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებ: გამოიჩინეთ მოთმინება, ამ წუთებში პარტიის პოლიტსაბჭო მსჯელობს შემდგომი მოქმედებების გეგმაზე. ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას!" - წერს ირმა ინაშვილი.

ინაშვილი აქციებსაც აანონსებს და ამბობს, რომ ბრძოლისთვის ემზადება. 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტის წინ ოპოზიცია აქციას მართავს, ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ოპოზიცია შეთანხმდა, რომ მანდატებზე უარს იტყვიან.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია უბნების 97.09%. შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

გაყალბებული ოქმები (განახლებადი) იხილეთ აქ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი