თავისუფლებისმოყვარე ერის პროტესტი ქურდობის მიმართ - მარგველაშვილი ოპოზიციის აქციაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მე-4 პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ოპოზიციის დღევანდელი აქცია თავისუფლების მოყვარული ერის პროტესტი იყო, თაღლითობის, ქურდობისა და ძალადობის მიმართ.

"ოპოზიცია მოქმედებს ძალიან ადეკვატურად და ადეკვატური იყო დღევანდელი დღე. დღეს ვერ იქნებოდა ჩამოყალიბებული გეგმა, რომელსაც თხოვებ ხოლმე ოპოზიციას, აბა ხვალ რას გააკეთებთ, ზეგ, სამ კვირაში, ისინი რომ ამას გააკეთებენ, თქვენ როგორ მოიქცევით. ეს არ არის სწორი, რომ ოპოზიცია დაჯდეს და ინტერვიუებში ჩამოაყალიბოს 2 კვირაში რა პოზიცია ექნება და 3 კვირაში. დღეს იყო ემოციური შეკრების დღეს, შეურაცხყოფილი საზოგადოების შეკრების დღე და ეს დღე შედგა", - თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის თქმით, თავისუფლებისთვის ბრძოლა ხანგრძლივი პროცესია და არაა აუცილებელი ყველაფერი დღესვე ითქვას.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ პარლამენტის წინ დღეს, 1 ნოემბერს აქცია გაამრთა. ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაყალბებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ცესკოს მონაცემებს არ აღიარებენ და საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებენ.

ამ დრომდე ადგილზე რჩება ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე და მოქალაქეები.

ცესკოს საბოლოო მონაცემები საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ. ამ მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზე მმართველი პარტია - "ქართული ოცნება" გავიდა, მეორე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მესამეზე კი - "ევროპული საქართველო".

აქვე შეგახსენებთ, რომ "სამართლიანი არჩევნების" ხმების პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% აიღო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 26.4%, "ევროპულმა საქართველომ" კი 3.7%.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი