"სამართლიანი არჩვენების" მიერ პარალელური დათვლის შედეგები ადასტურებს, რომ ივანიშვილის გუნდს მიღებული აქვს არა 48 %, რასაც სააარჩევნო ადმინისტარცია ამტკციებს, არამედ გაცილებით ნაკლები.
ცესკოს მონაცმეებით "ქართულმა ოცნებამ" ხმათა 48% აიღო, მაგრამ ხმებს იმავე ოქმებზე დაყრდნობით ითვლიდა "სამართლიანი არჩევნები", რომლის თანახმადაც ოცნებამ 46% აიღო, თუმცა ოქმების ნაწილში ბალანსი დაცული არაა და ეს დაახლოებით ერთი მეათედია - ანუ ბიულეტენი უფრო მეტია, ვიდრე ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე - ანუ ხმები გაყალბებულია. ამ დისბალანსის გავლენა აისახა რეალურ მაჩვენებელზე, რადგან ISFED-ის დათვლით. რეალური ხმების წილი 42% იქნებოდა, ანუ "ოცნებას" 6%-ით მეტი დაუწერა ცესკომ.
აქვე ნიშანდობლივია, "მთავარი არხის" დაკვეთით შესრულებული ეგზიტპოის შედეგები, რომელიც Ipsos გლობალმა ჩაატარა და სადაც მმართველ გუნდს 41% აქვს. გამოდის, რომ ეგზიტპოლის ცდომილების ზღვარი, სრულ თანხვედრაშია რეალურ შედეგთან.
შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე წერდა, რომ ცესკოს ციფრებსა და ისფედის მონაცემებს შორის არსებული 6%, განსაზღვრავს ვის ხელში იქნება მომავალი ხელისუფლება - ოპოზიციის თუ "ქართული ოცნების".