მორიგი თავდასხმა ჟურნალისტზე - მარნეულში "ოცნების" წარმომადგენლებს მედიის მუშაობა არ მოსწონთ

გამოქვეყნდა:

მარნეულში ჟურნალისტს "ოცნების" წარმომადგენელი თავს დაესხა. როგორც "მთავართან" საუბარში ადგილობრივი მედიის ჟურნალისტი ამბობს, თავდამსხმელი "ქართული ოცნების" დეპუტატი​ს, სავალან მირზოევის სიძე, ორხან ნაბიევია. ჟურნალისტი ამბობს, რომ ნაბიევს არ მოეწონა მის მიერ გაშუქებული საარჩევნო დარღვევები:

სავალან მირზოევის სიძე ორხან ნაბიევი დამემუქრა და ჩემს ცემას აპირებდა, თუმცა სხვებმა ხელი შეუშალეს. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. მეუბნება არჩევნების დღეს მე-5 უბანზე რატომ იღებდიო.  ხალხი რომ არ დამმხმარებოდა, სასტიკად მცემდა , მან ადრეც რამდენჯერმე ცადა ჩემზე თავდასხმა, თუმცა ვერ მოახერხა, შემდეგ კი დამემუქრა.  მე ჟურნალისტი ვარ. ქართული ოცნების წევრები  კი პროფესიულ საქმიანობაში ხელს მიშლიან.  რატომ არიან ასე გაღიზიანებული არ ვიცი." ამბობს ჟურნალისტი

შეგახსენებთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მარნეულში მედიის წარმომდგენლებს უსწორდებიან. წინსაარცევნო კამპანიის დროს, მთავარი არხის ჟურნალისტს, ჯეიჰუნ მუჰამედალის მარნეულის საკრებულოსთან, "ქართული ოცნების" კოორდინატორები დაესხნენ თავს და სცემეს, თუმცა ფაქტი ამ დრომდე გამოუძიებელია. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი