"ოცნების" წარმომადგენლები მემუქრებოდნენ და მაგინებდნენ - "მთავარი არხის" ჟურნალისტი 

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ჟრნალისტი ჯეუჰუნ მუჰამედ ალი ამბობს, რომ მარნეულში აქციის მიმდინარეობისას, როდესაც ჟურნალისტურ მალას ამზადება "ოცნების" წარმოადგენლები მას ემუქრებოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. 

მაწუხებს თავის ტრავმა, ასევე მარცხენა ხელის კანქვეჩა სისხლჩაქცევებია, მაქვს თირკმელების ტრავმა, ღია ჭრილობები მაქვს თავის არეში. როცა მასალას ვაკეთებდი აქციის განმავლობაში სულ მლანძღავდენენ, მემუქრებოდნენ და მაგინებდნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და აქტივისტები. იმ პერიმეტრზე ენ რაოდენობის პოლიცილეი იყო, 3-4 წუთის განმავლობაში ჩვენ იქ გვირტყამდენენ და ვყვიროდი პოლიციას, მაგრამ შედეგად ეს იყო, - ამბობს ჯეიჰუნ მუჰამედ ალი 

"მთავარის" ნაცემი ჟურნალისტი გვიან ღამით კატასტროფის ჯგუფმა თბილისში "ნიუ ჰოსპიტალში" გადმოიყვანა. ახლა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მან კლინიკა რამდენიმე საათის წინ დატოვა. თუმცა მანამდე, დაშავებულ ჯეიჰუნ მუჰამედ ალის პირველადი დახმარება მარნეულის ჯეო-ჰოსპიტალში აღმოუჩინეს. 

შეგახსენებთ, გუშინ, მარნეულში "მთავარი არხის" 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ, ადგილორბივ კორესპონდეტნს თავი აქვს გატეხილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზიანებულია "მთავარი არხის" ტექნიკაც. 

ადგილზე ფიზიკურად გაუსწორდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელ გიორგი მუმლაძესაც. მუმლაძე ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც მისივე თქმით, უშუალოდ ხელმძღვანელობდა თავდასხმას, ხელს უშლიდა აქტივისტს დაერეკა სასწრაფოში, როდესაც დაპირისპირება დაიწყო.  

"მთავარი არხის" გარდა თავს დაესხნენ ადგილზე მყოფ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფსაც. მათ  კამერა დაუმტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტზე დაიწყო. დაკავებული ამ დრომდე არავინ არაა.

მანამდე მარნეულში საღამოს მომხდარი დაპირისპირებისას ენმ-ს საოლქო კომისიის წევრი, ლაშა ქველაძე და მასთან ერთად მყოფი პირები დაშავდნენ. ქველაძე სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადიაყვნა. დამტვრეულია მისი მანქანაც.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი