ისტორიული გაყალბება - დისბალანსი ოქმებში და საჩივრების განხილვა ზეწოლის ფონზე 

გამოქვეყნდა:

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ათი ათასამდე ოქმი, რომელიც ჯამში ათობით ათასი ამომრჩევლის ხმას და შეცვლილ ნებას ნიშნავს, უნდა გაუქმდეს. მათი დიდი ნაწილი უკვე გასაჩივრებულია.

საბურთალოს ოლქში შედგენილი ოქმით დგინდება, რომ 332 ამომრჩევლის ხმა შეცდომით, დავით სერგეენკოს ნაცვლად, იანა კამოზას მიაწერეს. სერგეენკო კი, ამ უბანზე მხარდაჭერის გარეშე დატოვეს. "ცესკომ"  მონაცემები საარჩევნო ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე შეასწორა. 

მიღებულ ხმებსა და ბათილ ბიულეტინებს შორის დისბალანსი იყო გლდანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზეც. საუბარია 63 ხმაზე, რომლის სხვაობაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გამოთვალა. 

მარნეულისა და ბათუმის კონკრეტული საუბნო კომისიების ოქმები გაასაჯაროვა "ევროპულმა საქართველომაც". მთავარი პრობლემა აქაც ბიულეტინებსა და მისულ ამომრჩევლის რაოდენობას შორის სხვაობა იყო. 

"საიამ" 100-მდე საჩივარი უკვე დაწერა და აღმოაჩინა, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში ამ მასშტაბის გაყალბება, არჩევნების ისტორიას არ ახსოვს. 

ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ბრალდებების საპასუხოდ, "ქართულმა ოცნებამ" პარტიის ოფისში დიდი მონიტორი მიიტანა და პირველადი და შესწორებული ოქმები მიმოიხილა, ბოლოს კი თქვა, რომ საქმე გვაქვს ტექნიკურ ხარვეზებთან, ოპონენტები შესწორებულ ოქმებს მალავენ და მათი ბრალდებები აბსურდულია. 

"გაერთიანებულმა ოპოზიციამ" ბიძინა ივანიშვილის კარუსელის 8400 შემთხვევის იდენტიფიცირება უკვე შეძლო, ოქმების გაბათილების მოთხოვნით კი, 853 საჩივარი დაწერა. 

შეგახსენებთ, რომ ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა ცესკოს შედეგების შემდეგ ბოიკოტი გამოაცხადეს და მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს. 

"ცესკოს" გაყალბებული ოქმები (განახლებადი) შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ერთი და იგივე ოქმის 2 ფოტო - "ცესკომ" რიცხვები გადააკეთა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი