„პუბლიკის” ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის გამო 1 პირია დაკავებული

გამოქვეყნდა:

„პუბლიკის” ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის საქმეზე 1 პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფრომაციას თავად გამოცემა, შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებს. 

შეგახსენებთ, არჩევნების დღეს გლდანში საარჩევნო უბანთან, გამოცემა "პუბლიკას" ჟურნალისტს დაუზიანდა ტელეფონი - მას მიაყენეს შეურაცხყოფა. ამავე ადგილას, დაპირისპირების დროს,  ტვ პირველის ჟურნალისტმა ფიზიკური დაზიანება მიიღო. არჩევნების დღესვე,  On.ge-ს ჟურნალისტს  მუშაობაში შეუშალეს ხელი მარნეულში.

ამ დღეებში ეს არ ყოფილა ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტუ საქმიანობაში ხელის შეშლას ჰქონდა ადგილი. 2 ნოემბერს, მარნეულში ჟურნალისტს "ოცნების" წარმომადგენელი თავს დაესხა. როგორც "მთავართან" საუბარში ადგილობრივი მედიის ჟურნალისტი ამბობს, თავდამსხმელი "ქართული ოცნების" დეპუტატი​ს, სავალან მირზოევის სიძე, ორხან ნაბიევია. ჟურნალისტი ამბობს, რომ ნაბიევს არ მოეწონა მის მიერ გაშუქებული საარჩევნო დარღვევები.

ამ ინციდენტებს კი წინ უძღვოდა თავდასხმა და მუქარა "მთავარი არხის" ჟურნალისტზე, - 29 სექტმებერს მარნეულში "მთავარი არხის" 4 თანამშრომელს დაესხნენ თავს. დაზიანებულია "მთავარი არხის" ტექნიკაც. ადგილზე ფიზიკურად გაუსწორდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელ გიორგი მუმლაძესაც. 

"მთავარი არხის" გარდა თავს დაესხნენ ადგილზე მყოფ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფსაც. მათ  კამერა დაუმტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამის შემდგომ, 20 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, წინასაარჩევნოდ მედიის უსაფრთოხების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ "ჟურნალისტები ყველა დემოკრატიაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ". 

არჩევნების დღეს მომხდარ ინციდენტებზე კი, სახალხო დამცველმა სამართალდამცავ ორგანოებს  თითოეულ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.   სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის საფუძველზე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი