ამ გადმოსახედიდან იმას ვნანობ, რომ სამაჯური უფრო ადრე არ მოვიხსენი - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას თქმით, სასამართლოს შემდეგ, ამ გადმოსახედიდან იმას ნანობს, რომ ელექტრონული სამაჯური აქამდე არ მოხისნა. 

"ამ გადმოსახედიდან თუ რამეზე ვნანობ, ვნანობ უფრო ადრე რატომ არ მოვიხსენი ეს სამაჯური. აღმოჩნდა, რომ არც ქვეყნიდან მიმალვას ვაპირებ, რითიც დაასაბუთეს, არც მოწმეებზე ზეწოლას მოვახდენ. თუ ისინი თვლიდნენ, რომ მე კანონი დავარღვიე, კანონს როდესაც არღვევ, კანონო უნდა აღასრულებინოს სახელმწიფომ და სახელმწიფომ თქვა, რომ მელიას სამაჯური არ უნდა ეკეთოს", - თქვა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 3 ნოემბერს პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით მიმართა. ეს გადაწყვეტილება უწყებამ მას შემდეგ მიიღო, რაც 1 ნოემბერს ნიკა მელიამ პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო.  მისი თქმით, აღარ აპირებს სამაჯური ატაროს, რადგან ის უსამართლობის სიმბოლოა.

მოგვიანებით კი პროკურატურამ გადაწყვეტილება შეცვალა და მელიასთვის 100 000-ლარიანი გირაოს შეფარდება და საზღვრის გადაკვეთის აკრძალვა მოითხოვა

საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას 70 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს, პასპორტი დაუბრუნეს, თუმცა ქვეყნის დატოვება კვლავ აკრძალული აქვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი