"ადამიანის უფლებათა ცენტრი" აცხადებს, რომ ენმ-ს წევრის და მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას წინააღმდეგ დაწყებული სამართალწარმოება უსაფუძვლო და პრობლემატურია. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, საარჩევნო კოდექსი მელიას, როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატის ხელშეუხებლობის გარანტიებს გულისხმობს.
"საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატის მიმართ ვრცელდება საარჩევნო კოდექსით გათვალისიწნებული ხელშეუხებლობის გარანტიები. გირაოს გამოყენების ნაცვლად სასამართლოს უნდა მოეთხოვა პატიმრობის გამოყენება. პროკურატურის ამ განცხადებას წინ უძღვოდა ირაკლი კობახიძის ნათქვამი, რომ პოლიტიკურად არასწორი იქნებოდა პატიმრობის მოთხოვნა", - ამბობს ორგანიზციის ანალიტიკოსი, გიორგი ტყებუჩავა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 3 ნოემბერს პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით მიმართა. ეს გადაწყვეტილება უწყებამ მას შემდეგ მიიღო, რაც 1 ნოემბერს ნიკა მელიამ პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. მისი თქმით, აღარ აპირებს სამაჯური ატაროს, რადგან ის უსამართლობის სიმბოლოა.
მოგვიანებით კი პროკურატურამ გადაწყვეტილება შეცვალა და მელიასთვის 100 000-ლარიანი გირაოს შეფარდება და საზღვრის გადაკვეთის აკრძალვა მოითხოვა
საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას 70 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს, პასპორტი დაუბრუნეს, თუმცა ქვეყნის დატოვება კვლავ აკრძალული აქვს.