დისბალანსი საარჩევნო ოქმებში და ბიულეტინების დანაკლისი - მამუკა მდინარაძე ოპოზიციას სპეკულაციებში ადანაშაულებს და ამბობს, რომ არ არის გამორიცხული საარჩევნო უბნებზე ვინმე, სწორედ ოპოზიციის დავეთით მოქმედებდა:
"არის უბნები, სადაც ფიქსირდება ხელმოწერაზე მეტი ბიულეტინი. ამ შემთხვევში თუ ეს არის დიდი რაოდენობა, პრობლემაა და დეტალურადაა შესასწავლი. ასეთ შემთხვევაში გასარკვევია რამე სახის შეგნებულ დარღვევას აქვს ადგილი, ხელმოწერა გამორჩა ვინმეს, თუ შეგნებულად არ მოაწერინა ხელი ვინმემ - ეს მეორე პრობლემაა რაც შესასწავლია." - ამბობს მდინარაძე
მამუკა მდინარაძე აქვე ფიქრობს, რომ ბიულეტენების დანაკლისი საარჩევნო პრაქტიკაში პრობლემას არასდროს წარმოადგენდა, ისე როგორც ახლაც არაა ეს პრობლემა.
"უბნებს, სადაც შეიძლება იყოს ბიულეტინების დანაკლისი - ეს საარჩევნო პრაქტიკაში პრობლემას არ წარმოადგენს და ეს პრაქტიკა არც არასდროს ითვლებოდა პრობლმად, რადგან შეუძლებელია იმის გაკონტროლება, მაგალითად, ორიდან 1 ბიულეტინი შეძლება ვინმემ გაიტანოს, კონვერტში მეორე ბიულეტინი მოათავსოს, ყუთში ჩააგდოს და ა.შ. მათ შორის, ეს შეიძლება სპეციალურადაც გაკეთდეს რომელიმე პარტიის დავალებით, შემდგომში ასეთი სპეკულაციების წამოსაწყებად, რომელსაც დღეს ვაწყდებით" - ამბობს მდინარაძე
საარცევნო პრაქტიკაში ბიულეტენების დისბალანსი პრობლემას რომ არ წარმოადგენს, მამუკა მდინარაძემ ეს დღეს კიდევ გაიმეორა.
დღესვე მამუკა მდინარაძემ, ე.წ. სპეცუბნების შეცდომებზე პასუხისმგებლობა კომისიის დაუტრენინგებელ წევრებს დააკისრა.