ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ისნის საოლქო კომისიასთან პოლიციამ აქციის 10-მდე მონაწილე დააკავა. დაკავებულებს შორი არის "ენმ- ძალა ერთობაშიას" წევრი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საჩხერეში, გიორგი კაპანაძე.

"მთავარის" მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ კაპანაძე დაკავების დროს შეუძლოდ გახდა. 

მივმართავ შსს-ს, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს, ის ადამიანები, რომლებიც სრულიად უკანონოდ დააკავეს. ვაძლევ ვადას, რამდენიმე წუთს და შემდეგ მე მივდივარ სამინისტროსთან.ისინი უკანონოდ დააკავეს, იმიტომ, რომ გამოთქვამდნენ პროტესტს იმ გაყალბებაზე, რომელიც ამ ოლქში ხდება.არცერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა - ამბობს დეკანოიძე

შსს-ს ამ დრომდე არ აქვს ზუსტი მონაცემები რამდენი ადამიანია გადაყვანილი საპატიმროში. როგორც "მთავარს" უთხრეს, ზუსტ მონაცემებს ახლა ადგენენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი