არჩევნების მასშტაბური გაყალბების გამო - თამარ ჟვანიას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ ცესკოს ყოფილი თავმჯდომარეები. არალეგიტიმურად ჩატარებული პროცესის შემდეგ, საარჩევნო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელები დარწმუნებულები არიან, რომ ჟვანიას ივანიშვილის პოლიტიკურ სამარეს მხოლოდ მისი გადადგომა ააცილებს.
"მე მას მოვუწოდებდი და ვურჩევდი, როგორც ყოფილი თავმჯდომარე, რომ გააკეთოს განცხადება, თქვას, რომ ის ღებულობს დავალებებს "ქართული ოცნებისგან" და ამის შემსრულებელი აღარ არის, და ამით დასრულდება ყველაფერი, ეს იქნება საბოლოო წერტილი იმისათვის, რომ ქვეყანას ეღირსოს წინსვლა, აღმავლობა. წნეხი, რომ ძალიან დიდია ცესკოზე ამას, ყველანი ვხედავთ, იმიტომ რომ სხვა გზა დღეს "ქართულ ოცნებას" არ აქვს," - თქვა ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარემ
"მოვუწოდებ ქალბატონ თამარ ჟვანიას, გამომდინარე იქიდან, რომ ის პროცესს რეალურად ვერ მართავს, იქ სხვები მართავენ, ეს თვალნათელია, იმიტომ, რომ ქალბატონმა თამარმა, როცა პირველი შედეგები გამოაცხადა არჩევნების ღამეს გასაგებია რამხელა წნეხის ქვეშ იყო და გასაგებია, რომ ეს არ იყო მისი გადაწყვეტილება. შესაბამისად ასეთ დროს, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც აქვს ღირსების გრძნობა მანდ უნდა დატოვოს თანამდებობა და არ უდნა "აპრავოს" სხვისი ქმედებები," - ამბობს ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე, ზურაბ ხარატაშვილი
"ქალბატონო თამარ ძალიან ცუდია, რომ თქვენ ჩაყევით პოლიტიკურ სამარეში ბატონ ბიძინა ივანიშვილს - ამაზე პასუხისმგებლობა მოგეთხოვებათ თქვენ და იმ ადამიანებს, ვინც აი ეს ყველაფერი გააკეთა. თქვენი ერთადერთი სახით შენაჩუნების რაც დაგრჩათ დარჩათ იმის მსგავსი არის ის, რომ აი ამ ყველაფერის მერე გადადგეთ, ოღონდ იქამდე აღიარეთ ყველაფერი," - თქვა ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან თარხნიშვილმა
აქვე შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ოპოზიციამ თბილისის პარლამენტის წინ არჩევნების მეორე დღეს, 1 ნოემბერს აქცია გამართა და თავიანთ მხარდამჭერებთან ერთად ცესკოს მონაცემებს არ აღიარებენ. ოპოზიციური პარტიები, უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე. საპროტესტო აქციები დღედმე გრძელდება საქართველოს თითქმის ყველა რეგონში.
გუშინ, 4 ნოემბერს ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან ხმაური და დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც კომისიის შემაჯამებელ ხსდომას ესწრებოდნენ, შენობა პროტესტის ნიშნად დატოვეს და თქვეს, რომ კომისიამ განუხილველად დატოვა ოპოზიციის ყველა საჩივარი, ხოლო ყველა სადაო ოქმი "ოცნების" სასარგებლოდ შესწორდა.
ცნობისთვის, ცესკოს საბოლოო მონაცემები საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ. ამ მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზე მმართველი პარტია - "ქართული ოცნება" გავიდა, მეორე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მესამეზე კი - "ევროპული საქართველო".