ძალით ჩამიყვანა კიბეებზე, წიხლი მომაყოლა - დაზარალებული აქტივისტი ისანში დაპირისპირებაზე

გამოქვეყნდა:

გუშინ, 4 ნოემბერს ისნის საოლქო კომისიასთან მომხდარი დაპირისპირების დროს 2 ადამიანი დაშავდა, ისინი შემთხვევის ადგილიდან "ინგოროყვას" კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დრომდე მძიმეა ერთერთის მდგომარეობა.

ჩვენთან საუბარში დაზარალებული, თაზო მაჭარაშვილი იხსენებს, რომ არ იცნობს პირს, რომელმაც საოლქო კომისიასთან აქციის დროს მასზე იძალადა. 

"იქ მყოფთაგან ერთერთმა პიროვნებამ, რომლის სახელი და გვარი არ ვიცით, ჩვენს მიმართ ფიზიკურად იძალადა, ორი გოგონა, რომლებიც ხელით, ძალის გამოყენებით ჩაიყვანა კიბეებზე და არა მარტო ორი გოგონა, მეც შემდგომში ძალით ჩამიყვანა კიბეებზე, წიხლი მომაყოლა და არა მარტო მაგან, დაცვის პოლიციის სამსახურიც ამაში იყო ჩართული, ძალადობა არა მარტო ფიზიკური, არამედ სიტყვიერადაც მოგვაყენეს შურაცხყოფა, მაგრამ რეაგირება ჯერჯერობით არანაირი არ აქვს არაფერს", - თქვა დაზარალებულმა, თაზო მაჭარაშვილმა.

 ექიმის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ორი პირი 18 წლის და 45 წლის კაცები მიიღეს, მათ საჭირო კვლევები ჩაუტარდათ და ერთერთმა კლინიკა უკვე დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან ხმაური და დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც კომისიის შემაჯამებელ ხსდომას ესწრებოდნენ, შენობა პროტესტის ნიშნად დატოვეს და განაცხადეს, რომ კომისიამ განუხილველად დატოვა ოპოზიციის ყველა საჩივარი, ხოლო ყველა სადაო ოქმი "ოცნების" სასარგებლოდ შესწორდა. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა 3 ნოემბერს ერთიან განცხადებას მოაწერეს ხელი სადაც აღნიშნულია, რომ ისინი პარლამენტის მანდატებზე უარს ამბობენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ გასულ დღეებში დააანონსა 8 ნოემბრის აქცია - ისინი მხარდამჭერებს 15:00 საათზე პარლამენტთან ელოდებიან. ოპოზიციის ლიდერებმა დღეს, 3 ნოემბერს ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, ისინი თანხმდებიან, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და საპარლამენტო მანდატებზე ყველა მათგანი უარს იტყვის.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი