ისანში დაკავებული 7 აქტივისტის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე საქალაქო სასამართლო იმსჯელებს

გამოქვეყნდა:

გუშინ,4 ნოემბერს ისანში დაპირისპირების დროს დაკავებული შვიდი აქტივისტის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე დღეს საქალაქო სასამართლო იმსჯელებს. 

ისნის საოლქო კომისისათან პოლიციის უკანონო ქმედებებისა და გაყალბების შემდეგ, ოპოზიციას არც სამართლიანი სასამართლოს იმედი აქვს.

აქტივისტების გარდა სამართალდამცველებმა გუშინ  ''ნაციონალური მოძრაობის''  წევრი გიორგი კაპანაძეც დააკავეს, რომელიც დაპირისპირების დროს შეუძლოდ გახდა, მოგვიანებით კაპანაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ 4 ნოემბერს ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან ხმაური და დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც კომისიის შემაჯამებელ ხსდომას ესწრებოდნენ, შენობა პროტესტის ნიშნად დატოვეს და თქვეს, რომ კომისიამ განუხილველად დატოვა ოპოზიციის ყველა საჩივარი, ხოლო ყველა სადაო ოქმი "ოცნების" სასარგებლოდ შესწორდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი