ოპოზიციამ დელისის მეტროდან ვაჟა-ფშაველას მიმართულებით აქცია-მსველობა დაიწყო. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, საზოგადობას ფლაერებს ურიგებენ და მოუწოდებენ კვირას, 8 ოქტომბერს, 3 საათზე გაერთიანდნენ პარლამენტის წინ და დაიბრუნონ გაყალბებული არჩევნები.
"ენმ- ძალა ერთობაშია" მაჟორიტარობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძის თქმით, აუცილებელია საზოგადოება შეიკრიბოს და გააერთიანონ ძალები, რათა ხალხს სამართლიანი მომავალი ჰქონდეს.
"ძალიან მნიშვნელოვანია ყველა, ვინც გაბრაზებულია, ვისაც აწუხებს ის, რომ მოგვპარეს არჩევნები, ის რაც ხდება დღს, რაც ხდებოდა 31 ოქტომბერს, რაც ხდებოდა გუშინ საოლქო საარჩევნო კომისიებში, არცერთი საჩივარი ფორმალურადაც არ დაგვიკმაყოფილეს. ყველა ეს ადამიანი, უნდა მოვიდეს. ზუსტად ჩვენი მოქალაქეების სახელით, ყველას ერთად ჩავჭიდოთ ხელი და ვაჩვენოთ ბიძინა ივანიშვილს, რომ გამორიცხულია, ამ ქვეყანაში ჩატარდება თავისუფალი არჩევნები, ჩვენ არ შევეგუებით ამას", - თქვა ხატია დეკანოიძემ.
აქციაზე, ასევე, იმყოფებოდა "ევროპული საქართველოს" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარიაც. მისი თქმით, გაერთიანება არის ერთადერთი საშუალება, რომ დღვანდელ ხელისუფლებას არ შერჩეს არჩევნებისა და ძალაუფლების მოპარვა.
"უბანში, ვაკეში, სადაც ადამიანების დიდმა ნაწილმა ნდობა გამომიცხადა, პრაქტიკულად ადამიანებს უთხრეს - თქვენი ხმა ჩვენ არ გვაინტერესებს, დავწერთ რასაც გვინდა და გაყალბებული ოქმები გახდა სიმბოლო ამ ხელისუფლების, რითიც ისინი ადამინებს ართმევენ არჩევნებს", - თქვა ელენე ხოშტარიამ.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმოპმადგენლებმა დღეს, 5 ნოემბერს მსვლელობა ბუკიის ბაღიდანაც დაიწყეს.
შგასხენებთ, 8 ნოემბერს, პარლამენტის წინ მოქალაქეები ოპოზიციის ლიდერებთან ერთად არჩევნების შედეგების ანულირებას, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლას, ახალ დემოკრატიულ და სამართლიან არჩევნებსა და ხმების სწორად დათვლას, მოითხოვენ, სადაც ყველას ხმა დაცული იქნება და სადაც გაყალბებული ოქმები ე.წ. ადამიანური შეცდომებით აღარ გამართლდება.
ცნობისთვის, ცესკოს საბოლოო მონაცემები საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ. ამ მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზე მმართველი პარტია - "ქართული ოცნება" გავიდა, მეორე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მესამეზე კი - "ევროპული საქართველო".