ისნის საოლქო კომისიასთან დაკავებული 7 აქტივისტის სასამართლო პროცესი ორი საათით გადაიდო.

ადვოკატების თქმით, ეს დრო ძალიან ცოტაა მტკიცებულების მოსაპოვებლად. უფლებადამცველები თვლიან, რომ აქცია მშვიდობიანი იყო და აქტივისტების დაკავება არასამართლიანია. 

"სასამართლო პროცესი არის ორი საათით გადადებული, რაც არის ძალიან ცოტა იმისთის, რომ ჩვენ მოვიპოვოთ მტკიცებულებები, აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ვერ მოვიპოვებთ მტკიცებულებებს, სასამართლოს ვთხოვთ, რომ ისევ გადადოს სასამართლო პროცესი და გაათავისუფლოს აღნიშნული პირები"- თქვა ადვოკატმა, ერეკლე გაბუნიამ.

ერთერთი აქტივისტის უფლებადამცველი, თამილა ქუთათელაძე ამბობს, რომ დაკავებულების ბრალდება აბსურდულია.

 "უკანონოდ არიან დაკავებულები, მე თავად ვიმყოფებოდი იმ პერიოდში ჯერ, როგორც ასეთი, წარმომადგენელიც ვიყავი ოქმში და შემდგომ, როგორც ადვოკატს მომიწია ჩარევა საქმეში და მართლაც, უკანონოდ დაკავებული პირები არიან ყველა, რომლებიც მშვიდობიან აქციას ატარებდნენ და აპროტესტებდნენ დღევანდელ მდგომარეობას, რაც არის შექმნილი დათვლით პროცესში, საუქმო გადაწყვეტილებების"- ადვოკატი თამილა ქუთათელაძე  

საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილები არიან სამოქალქო აქტივისტები, დაკავებულების ოჯახისწევრები და "ენმ"-ის ისნის მაჟიროტარი დეპუტატობის კანდიდანი ხატია დეკანოიძე.

ხატია დეკანოძის თქმით, პირი ვინც ფიზიკურად გაუსწორდა მათ დამკვირვებელს თავისუფალია და ახლა "ივანიშივლის მონური სასამართლო" იმ ადამიანების საქმეს განიხილავს, ვინც გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდა. 

"ამ დილას გაათავისუფლეს ვინმე ნაცვალაძე, რომელმაც პირადად წიხლი ჩაარტყა, ფიზიკურად იძალადა, ჩვენს დამკვირვებელზე, რომელიც ახლა არის "ინგოროყვაში". ჩემი ინფორმაციით, ამ ადამიანი წინააღმდეგ არანაირი კანონის აღსრულება არ დამდგარა, ეს ადამიანი გათავისუფლებულია, მაშინ, როდესაც ეს ახალგაზრდები, ვინც არიან ახლა საქალაქო სასამართლოში, არიან დაკავებულბი ყოველგვარი მიზეზის გარეშე," - ამბობს ხატია დეკანოიძემ

აქვე შეგახსენებთ, რომ 4 ნოემბერს ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან ხმაური და დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც კომისიის შემაჯამებელ ხსდომას ესწრებოდნენ, შენობა პროტესტის ნიშნად დატოვეს და თქვეს, რომ კომისიამ განუხილველად დატოვა ოპოზიციის ყველა საჩივარი, ხოლო ყველა სადაო ოქმი "ოცნების" სასარგებლოდ შესწორდა.  აქციაზე ერთერთ პირს დაზიანებები ისნის საოლქო კომისიიის თავმჯდომარის თანამშრომელმა მიაყენა, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

ცნობითვის, არჩევნები საქარათველოში 31 ოქტომბერს ჩატარდა და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი და ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, ცესკომ არჩევნების შედეგები გააყალბა. ოპოზიციურმა პარტიებმა სრული შემადგენლობით უარი თქვეს მოპოვებულ მანდატებზე, დაიწყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში.

ამასთან დაკავშირებით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ გასულ დღეებში დააანონსა 8 ნოემბრის აქცია - ისინი მხარდამჭერებს 15:00 საათზე პარლამენტთან ელოდებიან. ოპოზიციის ლიდერებმა დღეს, 3 ნოემბერს ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, ისინი თანხმდებიან, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და საპარლამენტო მანდატებზე ყველა მათგანი უარს იტყვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი