4 გადამწყვეტი შტატი -აშშ-ში ხმებს ისევ ითვლიან

გამოქვეყნდა:

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები კვლავ უცვლელია, ამ დროისთვის დემოკრატების კანდიდატ ჯო ბაიდენს საარჩევნო კოლეგიის 264 ხმა აქვს, რესპუბლიკელების კანდიდატ დონალდ ტრამპს კი - 213.

გამარჯვებისთვის, საჭიროა მინიმუმ 270 ხმა, ე.ი. ხმების 51%-ზე მეტი, თითოეული შტატის მოსახლოების რაოდენობის პროპორციულად არჩეული, 538 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეეგიიდან.

4 გადამწყვეტი, ე.წ. "Battleground" -მთავარი საბრძოლო შტატიდან სამში: ჯორჯიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში და პენსილვანიაში, ტრამპსა და ბაიდენს შორის გამარჯვებულის საბოლოო ვინაობა ამ დრომდე უცნობია. ასევე, "გადამწყვეტ" შტატში, ფლორიდაში კი, ხმების 99% დათვლილია და დონალდ ტრამპი ლიდერობს. უცნობია გამარჯვებულის ვინაობა ალასკაშიც.

საყურადღებოა, რომ ვინსკონსინის შტატში, ჯო ბაიდენმა მოიგო, შესაბამისად დონალდ ტრამპმა საარჩევნო კოლეგიის 10 ხმა დაკარგა, ამიტომ, ექსპერტების თქმით, მას გასამარჯვებლად, დასჭირდება მოგება - ჯორჯიის შტატში (კოლეგიის 10 ხმა), ჩრდილოეთ კაროლინაში (15 ხმა) , პენსილვანიაში (20 ხმა), არიზონაში (11 ხმა) და ნევადაში (6 ხმა). ამათგან, არიზონაში დათვლილი ხმების 88%-ით ჯო ბაიდენი ლიდერობს. ხმების 75%-ია დათვლილი ნევადაში, სადაც ასევე, ჯო ბაიდენი ლიდერობს. 

 "Battleground" შტატებად ის შტატები მიიჩნევა, რომლებიც დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის, ისტორიულად, ცვალებად არჩევანს აკეთებენ, ან კანდიდატებს შორის შედეგებში მინიმალური განსხვავება ფიქსირდება.

  • ჯორჯიის შტატი, ე.წ. "Battleground" შტატი მას შემდეგ გახდა, რაც შტატში შავკანიანი ამომრჩევლის რაოდენობა გაიზარდა. 2018 წლის წარმომადგენელთა პალატის არჩევნებზე, ამ შტატში დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის, რესპუბლიკელების კანდიდატმა მხოლოდ 1.4%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა.
  • ჩრდილოეთ კაროლინას შტატი, ისტორიულად, არჩევანს რესპუბლიკელების სასარგებლოდ აკეთებდა, თუმცა აქ ბოლო რამდენიმე წლის განმვალობაში პოლარიზაცია შეიმჩნევა, რადგან ამ შტატში მდებარე ქალაქების მოსახლეობა ძირითადად მხარს დემოკრატებს უჭერს, სოფლებისა კი - რესპუბლიკელებს.
  • პენსილვანია, 1992 წლიდან, არჩევანს დემოკრატების სასარგებლოდ აკეთებდა, თუმცა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ამ შტატში, რესპუბლიკელმა ტრამპმა, მხოლოდ 0,7 %-იანი უპირატესობით მოიგო. დათვლილი ხმების 89%-ის მიხედვით, ახლაც, დონალდ ტრამპი 2.6%-ით წინაა.
  • ფლორიდას შტატში, სადაც ამ დროისთვის დონალდ ტრამპი ლიდერობს, ისტორიულად არჩევნებზე დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის, 1964 წლიდან, ცვალებადი შედეგები ფიქსირდებოდა, თანაც მინიმალური სხვაობით.  ფლორიდას შედეგები საყურადღებოა, რადგან შტატს საარჩევნო კოლეგიაში საკმაოდ ბევრი - 29 ხმა აქვს, ჩამორჩება მხოლოდ კალიფორნიას -55 ხმა, და ტექსას- 38 ხმა.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების განახლებადი რუკა იხილეთ აქ.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები - ფოტოებში, იხილეთ აქ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ამერიკის შეერთებული შტატები 46-ე პრეზიდენტს ირჩევს.

ავტორი: მარიტა ნარსია

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი