
ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი, მოქალაქეებს საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე მოთმინებისა და სიმშვიდისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ამერიკაში კორონავირუსის, ეკონომიკური და პოლიტიკური არეულობის გამო, დაძაბულობა მაღალია, მაგრამ ადამიანებმა ბრაზის დავიწყება უნდა შეძლონ.
"ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს, ამიტომ, დაპირისპირების დრო არაა"...."ჩვენ შეიძლება მოწინააღმდეგეები ვიყოთ, მაგრამ ჩვენ მტრები არ ვართ”, - თქვა ჯო ბაიდენმა.
ამერიკიზ პრეზიდენტობის კანდიდატმა მოსახლეობას დემოკრატიული სისტემის მიმართ ნდობისკენაც მოუწოდა.
"ჩვენ კვლავ ვატკიცებთ იმას, რასაც ამ ქვეყანაში 244 წლის განმავლობაში ვამტკიცებდით - დემოკრატია მუშაობს"..."თქვენი ხმები დაითვლება, არ მაინტერესებს, რამდენად ცდილობენ პროცესის შეფერხებას", - თქვა ბაიდენმა.
ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია.
"ჩვენ უკვე 74 მილიონზე მეტი ხმა მივიღეთ, ეს იმაზე მეტია, ვიდრე ნებისმიერი საპრეზიდენტო ბილეთი, რაც კი ოდესმე ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში მიუღიათ", - თქვა ბაიდენმა.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ დროისთვის ჯო ბაიდენი ლიდერობს, მას აშშ-ის საარჩევნო კოლეგიის 264 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს კი 214. განახლებადი შედეგები იხილეთ აქ.
აქვე ცნობისთვის, დღევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, ჯო ბაიდენმა ხმების რაოდენობით ბარაკ ობამას რეკორდი მოხსნა.
შეგახსენებთ, დღეს პრეზიდენტმა ტრამპმაც და კანდიდატმა ბაიდენმაც, ხმების დათვლის პროცესში იურიდიული გუნდები ჩართეს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ფოტოებში შეგიძლიათ ნახოთ აქ.