
თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსს, მარკ მიდოუზს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მედიას ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განუცხადეს.
ზუსტად ცნობილი არაა როგორ დაინფიცირდა მიდოუზი, რომელიც ხშირად ესწრებოდა საზოგადოებრივ ღონისძიებებს პირბადის გარეშე. ის ტრამპის ადმინისტრაციიდან ბოლო ოფიციალური პირია, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა.
პარასკევს, ამერიკამ დღიური ინფცირების კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა - 127 000-ზე მეტი ადამიანი.
ოქტომბრის ბოლოს ბატონმა მედუზმა CNN–თან ინტერვიუში თქვა, რომ აშშ "არ აპირებს პანდემიის კონტროლს" და აღნიშნა, რომ Covid-19 შეიძლება დამარცხდეს მხოლოდ "შემამსუბუქებელი ზონებით", როგორიცაა ვაქცინები და თერაპიები.
თავად ინფიცირებულს, განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, გაუგებარია ჰქონდა თუ არა მათ სიმპტომები.