საოლქო კომისიის თავმჯდომარის ოჯახი ვარაუდობს, რომ თედო გობეჯიშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის, ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ის გულის შეტევით გარდაიცვალა. 

"ეძინა და მეუღლე მივიდა, გაღვიძებას ცდილობდა და ვერ გააღვიძა, ეს იყო და ეს. სავარაუდოდ, გული. არასდროს პრობლემა არ ჰქონია, ყოველთვის კარგად გრძნობდა თავს" - ამბობს თედო გობეჯიშვილის ოჯახის წევრი. 

გარდაცვლილი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული და დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო

აქვე შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის თქმით, გობეჯიშვილს ბოლო პერიოდში საოლქო კომისიაში დაძაბულ ვითრებაში უწევდა მუშაობა.  "ქართულმა ოცნებამ" კი მომხდარი "ერთან ნაციონალურ მოძრაობას" დაუკავშირდა. ამ თემაზე დღეს, 7 ნოემბერს ბრიფინგი, გიორგი ხელაშვილმა გამართა და თქვა, რომ გობეჯიშვილზე გუშინ, 6 ნოემბერს ზეწოლა მოხდა და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებოდნენ.

დღეს, 7 ნოემბერს დილით ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე გარდაცვლილი იპოვეს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი