"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა, არმაზ ახვლედიანმა, ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის ორი წლის წინანდელი სიტყვები გაიხსენა, როცა მან თქვა, რომ პოლიტიკაში ერთხმიანობას მრავალხმიანობა სჯობს.
"მრავალხმიანობის გარეშე ყრუ კედელია ჩვენსა და ხელისუფლებს შორის. მრავალხმიანობის გარეშე, აქ, პარლამენტში მოსულნი, ზემოდან უტიფრად დასცქერიან ადამიანებს. თუ გვინდა, რომ ეს დასრულდეს, ამას ბოლო მოვუღოთ და საქართველოში ერთხელ მაინც, პოლიტიკა იყოს არა უბრალოდ ნორმალური, არამედ, ამასთან ერთად, იყოს კულტურული და პოლიტიკაში იყვნენ განათლებული ადამიანები, ამისათვის სწორედ ახლა უნდა შევძლოთ მრავალხმიანობის შემოტანა პარლამენტში", - ამბობს ახვლედიანი.
არმაზ ახვლედიანმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს აქციაზე დარჩენისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ისინი დღეს საქართველოს თანამედროვე ისტორიას წერენ.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებს მოქალაქეები რეგიონებიდანაც უერთდებიან - მათ შორის, იმერეთიდან და შიდა ქართლიდან. დედაქალაქში მარნეულიდანაც ჩამოვიდნენ.
თბილისის პარალელურად, საპროტესტო აქცია ბათუმშიც მიმდინარეობს.
8 ნოემბერი ფოტოებში - ხალხის პასუხი მოპარული არჩევნების ავტორებს