მინიმალურად გონიერი მთავრობაც უნდა მიხვდეს, რომ ამ არჩევნების შედეგები ძალაში ვერ დარჩება - ბოკერია

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანის შეკრება მინიმალურად გონიერ მთავრობასაც კი სიგნალს უნდა აძლევდეს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ძალაში ვერ დარჩება. 

მისი თქმით, ოპოზიციის მოთხოვნების გაუთვალისწინებლობა ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობას მხოლოდ გააუარესებს. 

"თუ არ იზამს, გაგრძელდება ეს ამბავი და გარდაუვალი კრახით დამთავრდება ივანიშვილის რეჟიმისთვის", - ამბობს გიგა ბოკერია. 

"ევროპული საქართველოს" ლიდერის თქმით, დიპლომატიური მისიების მიერ არჩევნების შეფასებები არასაკმარისად მკვეთრი იყო. თუმცა, დღეს ჩატარებული მშვიდობიანი აქცია მათ კიდევ ერთხელ მიაწვდის გზავნილს, თუ როგორი მიუღებელია ქართველი ხალხისთვის მოსყიდვითა და მუქარით ჩატარებული არჩევნები. 

"საერთაშორისო მეგობრების ყურადღებისთვის საჭიროა, რომ ჩვენი საზოგადოების ხმა ისმოდეს ასეთი პროტესტით და ამ პროტესტის მყარად და ნებისყოფით გაგრძელების", - თქვა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებს მოქალაქეები რეგიონებიდანაც უერთდებიან - მათ შორის, იმერეთიდან და შიდა ქართლიდან. დედაქალაქში მარნეულიდანაც ჩამოვიდნენ.  

თბილისის პარალელურად, საპროტესტო აქცია ბათუმშიც მიმდინარეობს.

ხელახალი არჩევნები, ჟვანიას გადადგომა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება - ოპოზიციის საერთო მოთხოვნები ცნობილია.

8 ნოემბერი ფოტოებში - ხალხის პასუხი მოპარული არჩევნების ავტორებს

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი