სპეციალურად ამწვავებს მდგომარეობას, რომ თავის ბატონ-პატრონს დაუმტკიცოს, ყველაფერს აკეთებს - პეტრე ცაავა

გამოქვეყნდა:

მეუფე პეტრე ცაავა, რომელიც "ცესკოსთან" მიმდინარე აქციაზეა ამბობს, რომ ხელისუფლებამ დღეს, 20 ივნისის ღამის მსგავსად, საბედისწერო შეცდომა დაუშვა. მისი აზრით, საკუთარი ხალხის მიმართ წყლის ჭავლის და ცრემლსადენი გაზის გამოყენება, იმის ნიშანია, რომ ხელისუფლება თავის უკანონო მოღვაწეობას ძალიან მალე დაამთავრებს. 

"ხელისუფლება არის ტყვეობაში რუსეთის სპეცსამსახურებისა, ის არ ათმობინებს მას ძალაუფლებას, ამიტომ აკეთებს მსგავს გამწვავებებს, რომ იძულებული გახდეს, რომ პილატეს მსგავსად, ხელები დაიბანოს და შემდეგ იძულებით დათმოს. სპეციალურად ამწვავებს მდგომარეობას, რომ დაუმტკიცოს თავის ბატონ-პატრონს, რომ, აი, მე ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის და ამიტომ უნდა დავნებდე ქართველ ერს. ვისურვებ, რომ ესე იყოს", - თქვა მეუფემ. 

ამასთან, პეტრე ცაავა ამბობს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებზე მმართველ პარტიას ამომრჩეველმა უარი უთხრა და ნდობა ოპოზიციას გამოუცხადა. 

შეგახსენებთ, რომ ცესკო-სთან წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, ისე რომ დემონსტრანტები წინასწარ არ გააფრთხილეს. რაზეც მოგვიანებით შს მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ პოლიციას აქვს უფლება გამოიყენოს ჭავლი და სპეციალური საშუალება.

წყლის ჭავლის გამოყენებაზე განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმა, რომელიც ამბობს, რომ  "როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას!"

ასევე მომხდარს გამოეხმაურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი.  

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი