შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ აქციის მონაწილთა პროტესტი გაცდა გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს. 

"გუშინ თბილისში გამართულ აქციის მონაწილეთა პროტესტი გაცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი. ცესკოს ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა ძალადობრივად მოარღვიეს ჯებირი, ისროდნენ ქვებს, ბლაგვ საგნებს და სცადეს შეჭრილიყვნენ შენობაში. ქმედების შედეგად დაზიანდა სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა. პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ ემორჩილებოდნენ პოლიციელების მოთხოვნას და ამის შემდეგ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების დაცვით, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოვიყენეთ წყლის ჭავლი. აქციის დროს დაშავდა 14-მდე სამართალდამცველი, მედიის 3 წარმომადგენელი და 10-მდე აქციის მონაწილე. დავაკავეთ 19 პირი და განვაგრძობთ სამართლებრივ რეაგირებას.", - ამბობს კახა საბანაძე. 

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში ფიქრობენ, რომ წყლის ჭავლის გამოყენება კანონიერი იყო. 

ცნობისთვის, ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქცია დღეს 6 საათზე რუსთაველის გამზირზე გაიმართება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი