"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ სახელმწიფოს აქვს პრეროგატივა ძალა გამოიყენოს 3 ტესტით: ეს არის ლეგალურობის, ლეგიტიმურობის და პროპორციულობის, თუმცა გუშინ, 8 ნოემბერს, გვიან ღამით მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევა ვერ აკმაყოფილებს ამ სამიდან ვერცერთს. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა, სადაც განმარტავს სამივე ტესტის მნიშვნელობას:
ლეგალურობის ტესტს - ძალის გამოყენების კომპეტენცია აქვს კონკრეტულ ორგანოს და კონკრეტული ფორმით. ეს მარტო სახელმწიფომ შეიძლება გამოიყენოს - დაკმაყოფილდა ფორმალური ნაწილი ის, რომ სახელმწიფომ გამოიყენა, მაგრამ ვნახოთ, მეორე ნაწილი, რა გამოიყენა - გამოიყენა სპეციალური გაზის შემცველი სითხე, რომელიც გამოიყენეს ბელორუსში ერთი თვის წინ და რომელიც აზიანებს რბილ ქსოვილებს. მას აქვს გაზის ეფექტიც. ლეგალურობის ტესტი დაირღვა, გამოყენებულ იქნა უკანონო იარაღი, ის რაც არ არის მიტინგის დაშლის მეთოდებში და იარაღების ჩამონათვალში ჩამოთვლილი, საქართველოს კანონმდებლობით.
როგორც 20 ივნისს, ხელისუფლებამ პირველივე ტესტი ჩააგდო. ეს იყო მიტინგის არალეგალური დაშლა, დარბევა. 20 ივნისსაც აკრძალული იარაღი გამოიყენა, "დათვის ტყვიები", ნახევრად ლეტალური. ახლაც იგივე გააკეთა - პირველივე ტესტი ჩაგდებულია. არალეგალურია ეს რაც გააკეთეს, ანუ ფორმალური ნაწილიც ვერ დააკმაყოფილა.
ლეგიტიმურობის ტესტი - პირველივე ტესტის ჩაგდებისას ყველაფერი აზრს კარგავს. ლეგიტიმურია ძალის გამოყენება, როცა ამის საჭიროება არსებობს. იმდენად ცოტა იყო იმ წუთში ადამიანი, თუნდაც ქვის მსროლელი და იმდენად ბევრი პოლიცია, რომ ძალის გამოყენება ლეგიტიმურობას ვერ შეიძენს, რამდენი ქვის მსროლელიც არ უნდა აჩვენონ იმიტომ, რომ უამრავი პოლიციელი იდგა, შეეძლოთ ეს ადამიანები ელემენტარუალდ გაეყარათ. გამოიყენეს ძალა იმ ვითარებაში, როცა ეს ლეგიტიმური ვერ იქნება, ანუ მაშინ, როდესაც ამის საჭიროება არ იყო. უფლება ჰქონდათ, მაგრამ საჭიროება არ იყო და საჭიროება თუ არ არის ამ უფლების გამოყენება აკრძალულია. - ეს არის ლეგიტიმაცია.
პროპორციულობის ტესტიც უმნიშვნელოვანესია - რამდენად პროპორციული იყო შუაღამეს, სიცივეში კორონავირუსის პანდემიის პირობებში, 6 საათი მიტინგზე მდგარი ადამიანების და მერე 2 საათი ფეხით მომავალი ადამიანების ცივი წყლით გაწუწვა. ეს იგივა, რომ მათ შეუქმნა სასიკვდილო საფრთხე. სასიკვდილო საფრთხის შექმნა ხდება არა მხოლოდ ცხელი იარაღით - ადამიანის სიცოცხლის უფლების დამრღვევი შეიძლება იყოს რეზინის ტყვიაც, თუ მას ინსტრუქციის საწინააღმდეგოდ არა ფეხებში ესვრი არამედ თვალებში, რასაც აკეთებდნენ 20 ივნისს. ცივი წყალიც, როცა მას იყენებ ყინვაში და კოვიდპანდემიის პირობებშიც. ცივი წყალი თან გაზავებული მხუთავ აირთან, რომელიც იწვევს ხუთვას და წვას. კოვიდის მთავარი სიმპტომებია - არ შეიძლება სიცივე და არ შეიძლება სუნთქვისთვის პრობლემების შექმნა. ორივე გააკეთა ერთი გასროლით ხელისუფლებამ", - თქვა ნიკა გვარმიამ
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ამბობს, რომ დანაშაული უკვე სახეზეა პირველივე ტესტის, ანუ ლეგალურობის დარღვევის შემთხვევაში და ამიტომ დამნაშავე დღეს შინაგან საქმეთა მინსიტრია.
"პირველივე ლეგალურობის ტესტი, რომ ჩააგდო ხელისუფლებამ, უკვე დანარჩენზე მსჯელობას აზრი არ აქვს - ვანო მერაბიშვილი რისთვის ჩასვეს, პირველი ტესტის და მეორე ტესტის გაუვლელობისთვის კი არა, პროპორციულობაზე ედავნენ და ამის გამო კაცი 7 წელი იჯდა", - თქვა ნიკა გვარამიამ
აქვე გეტყვით, რომ გუშინ, 8 ნოემბერს გაერთიანებული ოპოზიცია, თავის მხარდამჭერებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე, საპარლამენტო არჩვენების შედეგების გაყალბებას აპროტესტებდა. რის შემდგომაც, მათ ცესკოსთან გადაინაცვლეს.
ამას წინ უძღვოდა ივანიშვილისთვის მიცემული ვადა, 8 საათამდე, და მათი პოლიტიკური მოთხოვნები:
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, მაშინ, როდესაც უწყებასთან აქციის ჯერ სულ რამდენიმე ათეული მონაწილე იყო მოსული, პოლიციამ წყლის ჭავლი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაუშვა, მალევე გაუშვეს მხუთავი აირიც. მოგვიანებით, წუხელ კვლავ გამოიყენეს წყლის ჭავლი. დაშავდნენ ადამიანები, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.
ცნობისთვის, 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომდარის სავარძელში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის დანახვა შეურაცხმყოფელი და ღირსებისშემლახველი აღმოჩნდა საქართველოს მოქალაქეებისთვის და თბილისის პარლამენტთან საპქოტესტო აქცია გამართეს. სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეები რეზინის ტყვიებთ დაარბია, რა დროსაც თვალი დაკარგა სამმა ადამიანმა. დაზიანება მიიღო ათეულობით პირმა მათ შორის 30-ზე მეტი, მედიის წარმომადგენელია.
აქვე შეგიძლიათ ნახოთ რა მოხდა 20 ივნისს.