აქციაზე, რომელიც ამ წუთებში პარლამენტის წინ მიმდინარეობს დაკავებულია 4 ადამიანი. 

ამ ინფორმაციას "მთავარს" შინაგან საქმეთა სამინისტრო უდასტურებს. ამ დრომდე გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულებს შორის იყვნენ ახალაგაზრდული მოძრაობა "სირცხვილიას" წევრი გიორგი მჟავანაძე და ნოდო რუხაძე, ასევე ლექსო მაჭავარიანი. 

ჩვენი ინფორმაციით მეოთხე დაკავებული ჩიტაძის ქუჩაზე დააკევს, რატომ - მიზეზი უცნობია. 

შსს ამბობს, რომ დაკავეულებს ადმინისტრაციული წესით 166 და 173-ე მუხლებით ედავებიან, რაც ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

შეგახსენებთ, აქტივისტები, რომლებიც რამდენიმე ნაჭერი შეშის მიტანას ცდილობდნენ თბილისის პარლამენტის შენობამდე, თავისუფლების მოედნის ტერიტრიაზე დააკავეს და ეს იქამდე ვიდრე გადაადგილების შეზღუდვა ამოქმედდებოდა. 

შეშის გამო დაკავებულ ახალგაზრდებს, პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ - ელექტროგამათბობლების მიტანა ურჩია რუსთაველის გამზირზე. 

 

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი